abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
დიმიტრი ქუმსიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები

დიმიტრი ქუმსიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა.

„ეს არის შეხვედრა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შევაჯამოთ ჩვენი ეკონომიკის 6 თვის შედეგები, ასევე, ვისაუბროთ იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივა, კონკრეტული ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის წახალისებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ვიმსჯელოთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომლებზეც ჩვენმა ელჩებმა უკვე იმ ქვეყნებში დაბრუნებისას უნდა ისაუბრონ, სადაც ისინი მსახურობენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და არის კონკრეტული შედეგები, ქვეყნები, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოდის.

„გარდა ამისა, დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, წარმოდგენილია ახალი მოდელი, რომელშიც საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები და საპარტნიორო ფონდი ახლებურად უდგებიან ექსპორტის წახალისებას, ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, ამ მიმართულებამ უნდა იმუშაოს. საელჩოების ჩართვა, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ინვესტიციების, ისე ექსპორტის ზრდას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

21.07.2017 15:55

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
„ლიტერატურული კონკურსი “საბა” – 2009 დაიწყო
05.02.2009 12:44

თიბისი ბანკი აცხადებს ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსს “საბა”, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება. წლევანდელ კონკურსზე მოხდება გასული, 2008 წლის ლიტერატურული პროდუქციის შეფასება.

პროკრედიტ ბანკმა კატალოგის “ProArt” პრეზენტაცია გამართა
29.12.2008 13:02

22 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პროკრედიტ ბანკმა კატალოგის “ProArt” პრეზენტაცია გამართა. კატალოგში შესულია ქართველ ფერმწერთა ნამუშევრები

ბანკ “რესპუბლიკის” უნივერსალურ საბანკო პროდუქციასა და საუკეთესო მომსახურებას ზესტაფონის მოსახლეობაც მიიღებს
29.12.2008 12:51

გრძელდება ბანკ "რესპუბლიკის” ქსელის განვითარების სტრატეგია. 19 დეკემბერს, იმერეთში ბანკის მეორე ფილიალი გაიხსნა

სასარგებლო ანაბარი – ყველა უპირატესობა ერთ ანაბარში
23.12.2008 13:40

დღეიდან ბაზისბანკში განთავსებულ ანაბარს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ბანკი მენაბრეებს კიდევ მრავალ სასარგებლო სიახლესა და ხელსაყრელ პირობას სთავაზობს...

ოქროს ანაბარი – თქვენი დანაზოგი ოქროს გარანტიით
22.12.2008 13:43

თიბისი ბანკი მომხმარებელს ახალ, უნიკალურ ვადიან ანაბარს – ოქროს ანაბარს სთავაზობს. ოქროს ანაბრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თიბისი ბანკი ანაბრის დამატებით საიმედოობას შეძენილი ოქროთი უზრუნველყოფს

სს. სახალხო ბანკმა "პოზიტივის" აქციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
10.11.2008 11:56

 4 ნოემბერს სახალხო ბანკმა ანაბრების აქციაში "პოზიტივი" გამარჯვებული მეანაბრეები გამოავლინა და იმ 500 საჩუქრიდან, რომელიც გათამაშების ფარგლებში თამაშდება, საჩუქრები გადასცა

პროკრედიტ ბანკის განვითარება და სტრატეგია
10.11.2008 11:45

2008 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ შტეფან ბოვენმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა პრესკონფერენცია გამართეს.

თიბისი ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო
27.10.2008 16:34

თიბისი ბანკმა და OPIC-მა (უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცია) ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად თიბისი ბანკი დამატებით ფინანსურ რესურსს მიიღებს 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით

ბანკმა "რესპუბლიკამ" მხოლოდ ერთი დღით, 25 ოქტომბერს, თბილისობას, ავტოგანვადების სპეციალური პირობები შესთავაზა ახალი მანქანის შეძენის მსურველებს.
27.10.2008 12:40

25 ოქტომბერს, თბილისობას, ავტოჟურნალ "აუტო ბილდის" და თბილისის მერიის ორგანიზებით ვარდების მოედანზე გაიმართა ავტოშოუ – ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა–გაყიდვა.

ბანკი “რესპუბლიკა” თელავში ფილიალს ხსნის
04.10.2008 15:45

3 ოქტომბერი, 2008. ბანკი “რესპუბლიკა” დღეს თელავში, მარჯანიშვილის #4-ში ფილიალს ხსნის, ბანკი კვლავ აგრძელებს საცალო საბანკო მიმართულების გაძლიერებას და ხსნის ახალ ფილიალს აღმოსავლეთ საქართველოში...

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>