abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
დიმიტრი ქუმსიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები

დიმიტრი ქუმსიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა.

„ეს არის შეხვედრა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შევაჯამოთ ჩვენი ეკონომიკის 6 თვის შედეგები, ასევე, ვისაუბროთ იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივა, კონკრეტული ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის წახალისებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ვიმსჯელოთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომლებზეც ჩვენმა ელჩებმა უკვე იმ ქვეყნებში დაბრუნებისას უნდა ისაუბრონ, სადაც ისინი მსახურობენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და არის კონკრეტული შედეგები, ქვეყნები, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოდის.

„გარდა ამისა, დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, წარმოდგენილია ახალი მოდელი, რომელშიც საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები და საპარტნიორო ფონდი ახლებურად უდგებიან ექსპორტის წახალისებას, ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, ამ მიმართულებამ უნდა იმუშაოს. საელჩოების ჩართვა, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ინვესტიციების, ისე ექსპორტის ზრდას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

21.07.2017 15:55

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
ბანკი ,,ლეუმი" შესაძლოა თიბისი ბანკის ახლად გამოშვებული აქციების 20% მფლობელი გახდეს
26.01.2007 18:16
2007 წლის 26 იანვარი, ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა ,,ლეუმი” და თიბისი ბანკმა გააფორმეს წინასწარი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების შესახებ, რომლის თანახმად ,,ლეუმი” დააფინანსებს თიბისი ბანკის კაპიტალის ზრდას .
ბანკი "რესპუბლიკა" - დიზაინერ ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენების გენერალური სპონსორი
25.01.2007 19:17
2007 წლის 25 იანვარს, 9 საათზე ექსპოჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გაიმართა ახალგაზრდა დიზაინერ ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენება, რომელიც მედიისა და პრესის საშუალებით გაშუქდა.
ბანკი “რესპუბლიკა” 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10-წლიან საკრედიტო ხაზს EBRD-სგან მიიღებს
20.12.2006 18:16
2006 წლის 20 დეკემბერს, 4 საათზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ბანკ “რესპუბლიკასა” და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის 8 მილიონი აშშ დოლარის 10 წლიანი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საქართველოში კერძო პირების იპოთეკური დაკრედიტებისათვის.
<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10