abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017"-ის მონაწილეებს ე.წ. ექსპორტის სამკუთხედის მუშაობის პრინციპი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციის მონაწილეებს ე.წ. ექსპორტის სამკუთხედის მუშაობის პრინციპი გააცნო.

როგორც „ინტერპრესსნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებსა და ექსპორტიორების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ე.წ. ექსპორტის სამკუთხედი მოიცავს სამი უწყების - ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელიც საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ შეიქმნება, კოორდინირებულ მუშაობას, რომლის მიზანია ქართველი ექსპორტიორების მხარდაჭერა ბაზრებზე შეღწევისა და იქ დამკვიდრების საკითხში.

გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული პროცესის ლოკომოტივია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ექსპორტიორ კომპანიებთან და კონკრეტული ხელშეწყობის მექანიზმები გააჩნია.

„ამ სამკუთხედიდან ამოქმედებულია ყველაფერი ექსპორტის მხარდამჭერი საკრედიტო სააგენტოს გარდა, რომლის კანონმდებლობის დრაფტიც უკვე შექმნილია და უახლოეს პერიოდში ისიც ამოქმედდება.

ე. წ. ექსპორტის სამკუთხედის უწყებების როლები შემდეგნაირად ნაწილდება: ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპორტიორების ხელშეწყობას ანალიტიკური ინფორმაციით და ტექნიკური მხარდაჭერით; საგარეო საქმეთა სამინისტროს როლია საელჩოების მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; რაც შეეხება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, როცა ის შეიქმნება, უზრუნველყოფს ექსპორტიორების წვდომას ფინანსურ რესურსებზე.

ცალ-ცალკე აღებული, სამკუთხედის ყველა სტრუქტურა ეხმარება ექსპორტიორებს, თუმცა, ამ სამკუთხედის ეფექტიანობა ძალისხმევის გაერთიანებასა და სინერგიის ეფექტშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე განმარტა, თუ როგორ მუშაობს სამკუთხედი პრაქტიკაში და რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა, საექსპორტო ბაზრების და პროდუქტების ანალიზი ხდება.

„ეს ანალიზი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ბაზრებზე არსებული მდგომარეობის, მოთხოვნის, მიწოდების, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების და სხვა ასპექტების შესახებ. ამასთან, ხდება სექტორული პორტფელების ჩამოყალიბება და პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება ქვეყნების მიხედვით. საბოლოოდ, მიღებული ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის“,-განაცხადა გახარიამ.

მინისტრის განცხადებით, ექსპორტის მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია საექსპორტო სექტორების განსაზღვრა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის სამინისტროს იდენტიფიცირებული აქვს 1044 ექსპორტიორი კომპანია, რომელიც განაწილებულია 6 პორტფელის მიხედვით. პორტფელები შედგენილია საექსპორტო პროდუქტების გათვალისწინებით.

„რეალურად, ამ მიდგომით მოვიცავით საქართველოს ფაქტობრივად, მთლიანი ექსპორტი. თუმცა, ეს არის პირველადი ანალიზი, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება პროექტის თანახმად, საექსპორტო პროდუქტების მიხედვით განაწილებულ პორტფელებს მენეჯერები მართავენ - პორტფელის მენეჯერის ფუნქციას, წარმოადგენს მის პორტფელში შემავალ პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობას, იქნება ეს საექსპორტო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა, თუ პორტფელში შემავალი კომპანიების პრობლემების ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე მხარდაჭერის ამა თუ იმ ინსტრუმენტის გამოყენება. ზოგადად, პორტფელის მენეჯმენტი ახალი მიდგომაა ექსპორტის მხარდაჭერის სფეროში, რაც ექსპორტის მხარდაჭერის სამკუთხედის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმ დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ.

21.07.2017 15:32

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
ბანკი ,,ლეუმი" შესაძლოა თიბისი ბანკის ახლად გამოშვებული აქციების 20% მფლობელი გახდეს
26.01.2007 18:16
2007 წლის 26 იანვარი, ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა ,,ლეუმი” და თიბისი ბანკმა გააფორმეს წინასწარი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების შესახებ, რომლის თანახმად ,,ლეუმი” დააფინანსებს თიბისი ბანკის კაპიტალის ზრდას .
ბანკი "რესპუბლიკა" - დიზაინერ ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენების გენერალური სპონსორი
25.01.2007 19:17
2007 წლის 25 იანვარს, 9 საათზე ექსპოჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გაიმართა ახალგაზრდა დიზაინერ ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენება, რომელიც მედიისა და პრესის საშუალებით გაშუქდა.
ბანკი “რესპუბლიკა” 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10-წლიან საკრედიტო ხაზს EBRD-სგან მიიღებს
20.12.2006 18:16
2006 წლის 20 დეკემბერს, 4 საათზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ბანკ “რესპუბლიკასა” და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის 8 მილიონი აშშ დოლარის 10 წლიანი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საქართველოში კერძო პირების იპოთეკური დაკრედიტებისათვის.
<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10