abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
დღეისათვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ყალბი კუპიურებია ამოღებული

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ქ. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.მათივე ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიდინარე წელს ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე აღძრულია 26 სისხლის სამართლის საქმე. გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 3 ცალი 200- ლარიანი, 3 ცალი 50 -ლარიანი, 18 ცალი 100 - ლარიანი, 3 ცალი 20 - ლარიანი, 1 975 ცალი 100 - დოლარიანი, 10 ცალი 200 - ევროიანი და 2 270 ცალი 1 - ლარიანი კუპიურები, რომელთა ღირებულება საერთო ჯამში 500 ათას ლარზე მეტია.

ინფორმაცია შეგილიათ იხილოთ ინტერნეტ გვერდზე: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/443594-yalbi-500-evroiani-kupiurebis-gasaghebis-faqtze-erthi-piri-daakaves.html

ნიშანდობლივია, რომ ამ მონაცემებში არ არის შესული სტატისტიკა ყალბი კუპიურებისა, რომელთა გასაღბის ფაქტებზე არ აღძრულა სისხლის სამაეთლის საქმე და მათი ამოღებაც ხდება საბანკო და საკრდიტო დაწესებულელებიდან, ინკასაციის პროცესში. ექსპერტთა ვარაუდით ბრუნვაში, სულ მცირე, 50 მლნ ყალბი ფული ტრიალებს. ლართან ერთად, გაყალბებულია დოლარიც, ევროც და სხვა კუპიურებიც.

და ეს ეხება არა მხოლოდ ე.წ. ქარხნული წესით დამზადებულ სუპერ ყალბ კუპიურებს, რომელზეცდამცავი ნიშნების დიდი ნაწილია დასმული(მაგ.წყლის ნიშნები, დამცავი ძაფები, ჰოლოგრამები, ულტრაისფერი ნათების ქვეშ გამოსახულებები), არამედ ძირითადად ქსეროკოპირებით გაყალბებულ ბანკნოტებს, სადაც დამცავი ნიშნები გაცილებით დაბალ დონეზეა გაყალბებული. ეს პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ საკრედიტო დაწესბულებების დიდი ნაწილი ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ პრობლემას, როგორც უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს. ძირითადად აქცენტები წყლის ნიშანზე, დამცავ ძაფზე და ულტრაისფერი ნათების ქვეშ გამოსახულებების ცნობადობაზე კეთდება, არადა ე.წ.ქარხნული წესით დამზადებულ სუპერ ყალბ ბანკნოტებზე,როგორც წესი ყველა ეს ნიშანი დასმულია,პრაქტიკულად არ გამოიყენება გამადიდებელი შუშის(ლუპის) პრაქტიკა ან თუნდაც კუთხით დახრის ნიშნების ცნობადობა.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმსრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, კვლავ გრძელდება და უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს ქვეყანაში ყალბი ფულის შემოდინების და მათი გასაღების მცდელობის მაშტაბები. მიგვაჩნია, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა და პირველ რიგში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საჭიროა გაიარონ ტესტირება ყალბი ფულის პრევენციაში და მისი შედეგების მიხედვით ტრეინინგებიც შესაბამისი ვალუტების მიხედვით, რადგან ყალბი ფულის პრევენცია, და სალარო მუშაკების გადამზადება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რომელიც დგას შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრხოების თვალსაზრისით საკრედიტო დაწესებულებების წინაშე.რადგან ბოლო წლებში ყოველწლიურად ათი ათასობით ლარის და უცხოური ვალუტების კუპიურების ამოღება ხდება საბანკო არხებიდან, რაც ბუნებრივია საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებისათვის სერიოზულ ზარალს შეადგენს.

ფულის დამცავი ნიშნების სწავლების სასერთიფიკატო პროგრამა ხორციელდება საბანკო სწავლების ცენტრის, როგორც სპეციალიზირებული საბანკო პროფილის ტრეინინგ ცენტრის” ბაზაზე საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით.

დღეისათვის ტრეინინგები წარმატებით ჩაუტარდათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების: კრისტალი, გირო კრედიტი, ელტ კომპანის სალაროს მუშაკებს.

საბანკო სწავლების ცენტრი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სთავაზობს ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავინიშნების სასერთიფიკატო პროგრამას, კორპორატიული შეთავაზების ფორმატით.

2017 წლის განახლებული პროგრამა - ფულის დამცავი ნიშნების - 1, 3 და 6 ვალუტიანი კალათის სწავლებით მიმდინარეობს. სწავლება ითვალისწინებს, როგორც ფულის დამცავი ნიშნების თეორიული ნაწილის და მათი დამზადების ტექნოლოგიური მხარის სწავლებას, ასევე დამცავი ნიშნების გაყალბების თავისებურებებს და იმ მახასიათებელ ელემენტებს, რომლის გაყალბებაცპრაქტიკულად შეუძლებელია.

სერთიფიცირება ხორციელდება ტესტირებების საფუძველზე, რაც ერთიორად ზრდის მასალის ათვისების ეფექტს. კერძოდ, საკრედიტო ორგანიზაციისათვის ტარდება წინასწარი ტესტირება, რომელიც უფასოა და რომლის შედეგების მიხედვით დგინდება კონკრეტული საკრედიტო ორგანიზაციის სალაროს მუშაკების სარეიტინგო დონე, რომლის მიხედვითაც ხდება ტრეინინგების დაგეგმმა სავალუტო კალათის მიხედვით(იგულისხმება როგორც 3 ვალუტიან, ასევე 6 ვალუტიან კალათასთან მიმართებაში).

ბუნებრივია, ტრეინინგები დაიგეგმება იმ შემთხვევაში, როდესაც ტესტირების შედეგები იქნება არადამაკმაყოფილებელი, რომელიც მოიცავს ფულის დამცავი ნიშნების ცნობადობის არასათანადო დონეს. ეს თავის მხრივ შეფასდება შემდეგი სახის რეიტინგული ქულების მიხედვით:

• ფულის ძირითადი დამცავი ნიშნების კლასიფიცირება და მათი ტერმინოლოგიური დახასიათება;

• ფულის დამცავი ნიშნების გაყალბებების თავისებურებანი;

• ფულის დამატებითი დამცავი ნიშნები, რომლებიც პრაქტიკულად ან ვერ ყალბდება;

3 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 3 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) ან ნებისმიერისხვა ვალუტების კომბინაციის, მაგალითად აზერბაიჯანული მანათი, სომხურიდრამი,შვეიცარულიფრანკი, მიხედვით, ხოლო 6 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 6 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი,ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი) ან ნებისმიერი სხვა ვალუტების კომბინაციის მიხედვით;

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ბანკების ასოციაციის ვებ გვერდის ბმულზე: /Admin1220790579.php?nid=1229& და საბანკო სწავლების ცენტრის ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/bec2007.page/

სერთიფიცირების ფორმა: მსმენელები ტრენინგის დამთავრების შემდეგ გაივლიან ტესტირებას,რის მიხედვითაც გაიცემა ნაღდ ფულთან მუშაობის ორენოვანი სერთიფიკატი(შესაბამისიკალათის ვალუტების მიხედვით);

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.#5(ამოსასვლილირუსთაველის გამზირიდან, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე),

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 599 10 32 44;

19.07.2017 11:32

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა სოფელ ავნევს კომპიუტერული ცენტრის გახსნაში დაეხმარა
24.04.2007 18:41

თბილისის ბანკთაშორისმა სავალუტო ბირჟამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ყორნისის რაიონის სოფელ ავნევს საჩუქრად ავტომანქანა და მეორადი კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა
19.04.2007 16:36

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 18 აპრილს გამართულ ”საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა და 31,08 აშშ დოლარზე დაეცა.

ლონდონის ბირჟაზე `საქართველოს ბანკის~ აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა
17.04.2007 15:47

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ `საქართველოს ბანკის~ აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა და 30,80 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.

”საქართველოს ბანკი'' ავტომობილის შეძენის მსურველთათვის ახალ აქციას იწყებს
11.04.2007 18:04

”საქართველოს ბანკის'' საგანგებო აქცია თბილისში არსებული სავაჭრო ცენტრ “ჯი თი სი"-ში 12 აპრილიდან 12 ივნისამდე გაიმართება.

სახალხო ბანკმა და საჯარო რეესტრის სააგენტომ ერთობლივი პროდუქტი შექმნეს
11.04.2007 14:21

სახალხო ბანკი და საჯარი რეესტრის სააგენტო მომხმარებელს ახალ მომსახურებას სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს სახალხო ბანკის ფილიალებში ისეთი მომსახურება, როგორიც არის: საკუთარი ქონების რეგისტრაცია...

`ბანკ ტურან-ალემის~ ტელე-პრესკონფერენციაში ქართული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
06.04.2007 12:32

ყაზახური `ბანკი ტურან-ალემის~ (ბტა) პრესკონფერენცია ფინანსური ჯგუფის სამომავლო გეგმებზე სამშაბათს ტელე-ხიდის სახით გაიმართება. დსთ-ის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტელეხიდში ქართული მხარეც ჩაერთვება.

სს "საქართველოს ბანკი” მომხმარებელს ახალ პროდუქტს - "შეცვალე შენი სახლი ახლით" შესთავაზებს
19.03.2007 13:39

იპოთეკური სესხის ახლებური პროგრამა, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში პირველად  დაინერგა, განკუთვნილია იმ მომხმარებელისთვის, რომელსაც  საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად იპოთეკური სესხის აღებისთვის შემოსავალი არ ყოფნის.

პირველად საქართველოში “სახალხო ბანკი” მოსწავლის პლასტიკური ბარათით მომსახურების პროგრამას იწყებს
14.03.2007 18:16
2007 წლის 14 მარტს, 51-ე საჯარო სკოლაში “სახალხო ბანკმა” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროკრედიტ ბანკი ხსნის ახალ ფილიალს აჭარის რეგიონში
05.03.2007 18:16
პროკრედიტ ბანკი კვლავაც განაგრძობს თავის დინამიურ განვითარებას. 2007 წლის 5 მარტს ოფიციალურად იხსნება ბანკის კიდევ ერთი ახალი ფილიალი ქალაქ ბათუმში.
Fitch-მა ვითიბი ბანკ ჯორჯიას მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B“, პროგნოზი - „სტაბილური“
14.02.2007 16:59
Fitch Ratings – ლონდონი/მოსკოვი – 2007 წლის 14 თებერვალი. დღეს Fitch-მა “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B”, პროგნოზი – სტაბილური, მოკლევადიანი რეიტინგი „B”, ინდივიდუალური რეიტინგი „D/E“, მხარდაჭერის რეიტინგი “4“ ედრ.
<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>