abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასი მისო გირო კრედიტის თანამშრომლებისათვის ყალბი ფულის პრევენციაში

საბანკო სწავლების ცენტი აგრძელებს ტრეინიგებს მიკროსაფინანსო ორანიზაციებისათვის ყალბი ფულის პრევენციაში. მისო კრისტალის შემდეგ, ტრეინინგები ჩატარდა მისო გირო კრედიტის თანამშრომლებისათვის. ტრეინინგი 6+1 ვალუტის სწავლებით(ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი, რუსული რუბლი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი) განხორციელდა, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასების სახით.

ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის განახლებული პროგრამა - ფულის დამცავი ნიშნების - 1, 3 და 6 ვალუტიანი კალათის სწავლებით მიმდინარეობს და ითვალისწინებს, როგორც ფულის დამცავი ნიშნების თეორიული ნაწილის და მათი დამზადების ტექნოლოგიური მხარის სწავლებას, ასევე დამცავი ნიშნების გაყალბების თავისებურებებს და იმ მახასიათებელ ელემენტებს, რომლის გაყალბებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

სერთიფიცირება ხორციელდება ტესტირებების საფუძველზე, რაც ერთიორად ზრდის მასალის ათვისების ეფექტს.

ყალბი ფულის პრევენცია, და სალარო მუშაკების გადამზადება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რომელიც დგას შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრხოების თვალსაზრისით ჩვენს წინაშეც. გაყალბებულია ლარის, დოლარის, ევროს და სხვა ბანკნოტებიც. და ეს ეხება არა ე.წ. ქარხნული წესით დამზადებულ ყალბ კუპიურებს, რომელზეც დამცავი ნიშნების დიდი ნაწილია დასმული(მაგ.წყლის ნიშნები, დამცავი ძაფები, ჰოლოგრამები, ულტრაისფერი ნათების ქვეშ გამოსახულებები), არამედ ძირითადად ქსეროკოპირებით გაყალბებულ ბანკნოტებს, სადაც დამცავი ნიშნები გაცილებით დაბალ დონეზეა გაყალბებული.

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ტრეინინგი გამოდგა წარმატებული, რაც დიდწილად განაპირობა პირველ რიგში თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიდგომამ ამ საკითხისადმი. ტრეინინის მონაწილეების იყვნენ საკმაოდ მონდომებული და ინიციატივიანი მიუხედავად იმისა, რომ ტრეინინგის დასაწყისში ზოგადი ცოდნის დონე მაღალი არ იყო, როგორც ტერმინოლოგიური, ასევე დამცავი ნიშნების სპეციფიური ნიუანსების ცოდნის თვალსაზრისით, რაც დამხასიათებელია არა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოლარე–ოპერატორებისათვის, არამედ ზოგადად ბანკებისთვისაც კი.

თავის მხრივ ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საკრედიტო დაწესებულებების დიდი ნაწილი ზერელედ ეკიდება და ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ პრობლემას, როგორც უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს. ფულის შემოწმებისას ძირითადად აქცენტი რელიეფურ ზედაპირზე, წყლის ნიშანზე, დამცავ ძაფზე და ულტრაისფერი ნათების ქვეშ გამოსახულებების ცნობადობაზე კეთდება, არადა ე.წ.ქარხნული წესით არალეგალურ სტამბებში დამზადებულ სუპერ ყალბ ბანკნოტებზე,როგორც წესი ყველა ეს ნიშანი დასმულია.

სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ გამოიყენება გამადიდებელი შუშის(ლუპის) პრაქტიკა მიკროტექსტების შემოწმებით ან თუნდაც კუთხით დახრის ნიშნების ცნობადობა, მაგალითად ჰოლოგრამების ან ოპტიკურად ცვალებადი მელანის შემოწმება, რაც ძნელად ან პრაქტიკულად ვერ ყალბდება.

ფულის დამცავი ნიშნების სწავლების განახლებული სასერთიფიკატო პროგრამა ხორციელდება ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით და აქედან გამომდინარე მივმართავთ სხვა საკრედიტო დაწესებულებებსაც გაიარონ ამ სახის ტრეინინგები, რაც მათ საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამცირონ საოპერაციო რისკები და ყალბი ფულის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. .

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ბანკების ასოციაციის ვებ გვერდის ბმულზე: http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1229& და საბანკო სწავლების ცენტრის ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/bec2007.page/

09.07.2017 13:28

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა სოფელ ავნევს კომპიუტერული ცენტრის გახსნაში დაეხმარა
24.04.2007 18:41

თბილისის ბანკთაშორისმა სავალუტო ბირჟამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ყორნისის რაიონის სოფელ ავნევს საჩუქრად ავტომანქანა და მეორადი კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა
19.04.2007 16:36

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 18 აპრილს გამართულ ”საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა და 31,08 აშშ დოლარზე დაეცა.

ლონდონის ბირჟაზე `საქართველოს ბანკის~ აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა
17.04.2007 15:47

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ `საქართველოს ბანკის~ აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა და 30,80 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.

”საქართველოს ბანკი'' ავტომობილის შეძენის მსურველთათვის ახალ აქციას იწყებს
11.04.2007 18:04

”საქართველოს ბანკის'' საგანგებო აქცია თბილისში არსებული სავაჭრო ცენტრ “ჯი თი სი"-ში 12 აპრილიდან 12 ივნისამდე გაიმართება.

სახალხო ბანკმა და საჯარო რეესტრის სააგენტომ ერთობლივი პროდუქტი შექმნეს
11.04.2007 14:21

სახალხო ბანკი და საჯარი რეესტრის სააგენტო მომხმარებელს ახალ მომსახურებას სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს სახალხო ბანკის ფილიალებში ისეთი მომსახურება, როგორიც არის: საკუთარი ქონების რეგისტრაცია...

`ბანკ ტურან-ალემის~ ტელე-პრესკონფერენციაში ქართული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
06.04.2007 12:32

ყაზახური `ბანკი ტურან-ალემის~ (ბტა) პრესკონფერენცია ფინანსური ჯგუფის სამომავლო გეგმებზე სამშაბათს ტელე-ხიდის სახით გაიმართება. დსთ-ის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტელეხიდში ქართული მხარეც ჩაერთვება.

სს "საქართველოს ბანკი” მომხმარებელს ახალ პროდუქტს - "შეცვალე შენი სახლი ახლით" შესთავაზებს
19.03.2007 13:39

იპოთეკური სესხის ახლებური პროგრამა, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში პირველად  დაინერგა, განკუთვნილია იმ მომხმარებელისთვის, რომელსაც  საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად იპოთეკური სესხის აღებისთვის შემოსავალი არ ყოფნის.

პირველად საქართველოში “სახალხო ბანკი” მოსწავლის პლასტიკური ბარათით მომსახურების პროგრამას იწყებს
14.03.2007 18:16
2007 წლის 14 მარტს, 51-ე საჯარო სკოლაში “სახალხო ბანკმა” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროკრედიტ ბანკი ხსნის ახალ ფილიალს აჭარის რეგიონში
05.03.2007 18:16
პროკრედიტ ბანკი კვლავაც განაგრძობს თავის დინამიურ განვითარებას. 2007 წლის 5 მარტს ოფიციალურად იხსნება ბანკის კიდევ ერთი ახალი ფილიალი ქალაქ ბათუმში.
Fitch-მა ვითიბი ბანკ ჯორჯიას მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B“, პროგნოზი - „სტაბილური“
14.02.2007 16:59
Fitch Ratings – ლონდონი/მოსკოვი – 2007 წლის 14 თებერვალი. დღეს Fitch-მა “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B”, პროგნოზი – სტაბილური, მოკლევადიანი რეიტინგი „B”, ინდივიდუალური რეიტინგი „D/E“, მხარდაჭერის რეიტინგი “4“ ედრ.
<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>