abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ტრეინინგი მისო კრისტალის თანამშრომლებისათვის ყალბი ფულის პრევენციაში

7 ივნისს საქართველოს ბანკების ასოციაციაში გაიმართა ტრეინინგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის თანამშრომლებისათვის. ტრეინინგი ჩატარდა უცხოპური ვალუტების 3 ვალუტიანი კალათისათვის -სომხური დრამის, აზერბაიჯანული მანათის და შვეიცარული ფრანკის დამცავი ნიშნების სწავლებაზე.

ტრეინინგზე განხილული იქნა როგორც ფულის დამცავი ნიშნების თეორიული ნაწილის და მათი დამზადების ტექნოლოგიური მხარის ნიუანსები, ასევე გაყალბების თავისებურებები და ის მახასიათებელი დამცავი ელემენტები, რომლის გაყალბებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ტრეინინგში მონაწილეოიბა მიიღეს ქვეყნის ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" წამყვანმა რეგიონალურმა მენეჯერებმა. ტრეინინგის დასრულების შემდეგ ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები; ამასთან აღსანიშნავია, რომ ტესტირებისას მსმენელებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. ჯგუფი იყო საკმაოდ მონდომებული და ინიციატივიანი, ასევე ფლობდნენ ფულის ცნობადობის კარგ დონეს, ეს განსაკუთრებით იმ მსმენელებზე ითქმის რომლებსაც ფულის დამცავი ნიშნების ტრეინინგები ადრეც ჰქონდათ გავლილი, რაც ზოგადად მისო კრისტალის ადამიანური რესურსების პოლიტიკის სწორ სტრატეგიაზე მიუთითებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თანამედროვე ფულის კუპიურების საბანკო არხებში მიმოქცევის თვალსაზრისით არის ყალბი ფულის ცნობადობა და მისი დაცვა გაყალბებისაგან. მაღალი ხარისხის ასლის გადამღები თანამედროვე ტექნიკის გამოშვებასთან ერთად, კატასტროფულად იმატა ყალბი ფულის მიმოქცევამ მთელ მსოფლიოში და დღეისათვის მიაღწია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის მასას, რაც კი აქამდე ყოფილა მიმოქცევაში (8 მლრდ აშშ დოლარი).

ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში ყოველწლიურად ათი ათასობით ლარის და უცხოური ვალუტების კუპიურების ამოღება ხდება საბანკო არხებიდან, რაც ბუნებრივია საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებისათვის სერიოზულ ზარალს შეადგენს. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ფულის დამცავი ნიშნების შემსწავლელი ტრეინინგები საბანკო ასოციაციების ეგიდით პერმანენტულად ტარდება საბანკო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის.

3 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 3 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) ან ნებისმიერი სხვა ვალუტების კომბინაციის, მაგალითად აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი, შვეიცარული ფრანკი, მიხედვით, ხოლო 6 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 6 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი) ან ნებისმიერი სხვა ვალუტების კომბინაციის მიხედვით;

ფულის დამცავი ნიშნების სწავლების განახლებული სასერთიფიკატო პროგრამა ხორციელდება "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით.

ტრენინგი განკუთვნილია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, აგრეთვე დაინტერესებული ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში;

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: /Admin1220790579.php?nid=1229&

ტრენინგის მიზანია ყალბი ფულის საბანკო სექტორში შემოდინების პრევენცია და საოპერაციო რისკების შემცირება საკრედიტო დაწესებულებებში. დღეს ქვეყნები უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ცდილობენ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები ეროვნული ვალუტის დაცვის ნიშნების გასაუმჯობესებლად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოახდინონ პრევენცია, მათ შორის საკრედიტო და სხვა დაწესებულებების იმ თანამშრომლების პერიოდული გადამზადებით, ვისაც შეხება აქვს სალაროს ოპერაციებთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რომელიც დგას შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენს წინაშეც.

08.06.2017 16:03

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>