abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
პაშა ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი გარემოს დაცვითი პროექტი განხორციელდა

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას, რომელიც პროექტის ორგანიზატორის “Georgia Today”-ს მიერ იქნა წინასწარ შერჩეული, კავკასიური სოჭის ნერგები გადასცა ამავე სკოლების ეზოებში დასარგავად. ნერგებთან ერთად თითოეულ სკოლას ასევე გადაეცა „Georgia Today“-ის ახალი გაზეთი “Georgia Today Education”, რომელიც სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და მათ ინგლისური ენის დახვეწაში დაეხმარება.

კავკასიური სოჭი (ლათ. Abies Nordmanniana) ფიჭვისებრთა ოჯახის მარადმწვანე წიწვოვანი ხეა, რომელიც გავრცელებულია კავკასიაში, უმეტესწილად - საქართველოში და თავისი ფორმის გამო მსოფლიოში ცნობილია როგორც ბუნებრივი საახალწლო ნაძვის ხე. კავკასიური სოჭის ნერგების შესყიდვა მოხდა სოციალური საწარმო Green Life-ისგან, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიური სოჭის ნერგების მოშენებას ახორციელებს.

„პაშა ბანკი, დაპირებისამებრ, აგრძელებს მწვანე პროექტების მხარდაჭერას. ამჯერად დიდი სიხარულით ჩავერთეთ გაზეთ “Georgia Today Education”-ის ინიციატივაში და პირველი ივნისის აღსანიშნავად მათ მიერ შერჩეულ სკოლებს გადავეცით კავკასიური სოჭის ათ-ათი ნერგი მათივე ეზოებში დასარგავად. ჩვენ ვთვლით, რომ ეკოლოგიური განათლების გაღრმავება სკოლის მოსწავლეებში და მათი უშუალოდ ჩართვა „მწვანე აქტივობებში“ უზრუნველყოფს მათ მეტად ინფორმირებულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

“ჩვენი ყოველთვიური გაზეთი, რომლის მთავარი რედაქტორიც გახლავართ, ისეთ სოციალურ თემებს ეხება, როგორიცაა ბავშვებში გარემოს დაცვის სწავლება. ვთვლი, რომ ხის ნერგების სკოლებისთვის გადაცემა ნამდვილად სასიხარულო ფაქტია და ბავშვებიც ხალისით შეხვდნენ „Georgia Today Education“-ის და პაშა ბანკის წარმომადგენლებს. ის დადებითი ენერგია, რაც დაგვხვდა, მაძლევს საბაბს ვიფიქრო, რომ ისინი ნამდვილად კარგად მოუვლიან საკუთარი ხელით დარგულ ნერგებს. დარგვითი სამუშაოების გარდა, ბავშვებმა ასევე გამოავლინეს ინგლისური ენის ცოდნა მცირე კითხვით კონკურსში და მონაწილეობისთვის ჩემი წიგნი „ვამპირული ომები“ გადაეცათ. აღნიშნულ წიგნში ადამიანების მიერ გარემოსადმი არასწორი მოპყრობაა აღწერილი და ასწავლის, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს პლანეტას. მე დიდ იმედს ვამყარებ საქართველოს მომავალ თაობაზე და ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიც ჩვენ და პაშა ბანკი ვართ, რადგან ისინი ზრუნავენ გარემოსდაცვითი საკითხების კომუნიკაციაზე. მჯერა, რომ ჩემი სამივე შვილი მალე უკეთეს მსოფლიოში გაიზრდება.” - ქეით დევისი, “Georgia Today Education”-ის მთავარი რედაქტორი.

პაშა ბანკის მიერ განხორციელებულ გარემოს დაცვით პროექტებს შორისაა: - 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგის დარგვა ბორჯომის მახლობლად 2008 წლის აგვისტოში დამწვარი 260 ჰექტარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში

- აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე1000 ძირი ქართული და იმერული მუხის დარგვა; ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი.

- პროექტი „აღადგინეს“ ფარგლებში დამატებით 500 ხის დარგვა ბორჯომის ტყის აღსადგენად - როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის მიერ ინიცირებული ეკო-პროექტის მხარდაჭერა სოფელ კონდოლში, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება პაშა ბანკი 2017 წელს კიდევ არაერთი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

06.06.2017 21:18

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>