abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საფინანსო ინსტიტუტი, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს უცხოელი ფლობს, მიწის შეძენას საქართველოში მხოლოდ 1 წლით შეძლებს

საფინანსო ინსტიტუტი, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს უცხოელი ფლობს, მიწის შეძენას საქართველოში მხოლოდ 1 წლით შეძლებს

კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს უცხოელი ფლობს, მიწა მხოლოდ 1 წლის ვადით გადაეცემა საკუთრებაში. მსგავს შეზღუდვას საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს. პაკეტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს ხუთი კანონპროექტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მოქმედება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციების მფლობელები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიწის გირაოს/იპოთეკის სახით მიღების უფლება იმ დათქმით უნარჩუნდებათ, რომ ქონების მათ საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, ამ ფაქტის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში მიწა უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.

ამავე შეზღუდვის გამო კომერციულ ბანკი, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი უცხოელს ეკუთვნის, ვერ შეძლებს 1 წელზე მეტი ვადით შეიძინოს საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იურიდიული პირის წილის/აქციები გირაოს/იპოთეკის სახით.

კანონპროექტის თანახმად, გარდა ზემოთჩამოთვლილი საფინანსო ინსტიტუტებისა, სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენა მხოლოდ 1 წლით შეეძლება, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი; უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიულ პირ ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მის ფილიალს, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიულ პირს ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მის ფილიალს.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, 1 წლიანი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში ამავე პუნქტში აღნიშნულმა პირებმა წერილობით უნდა მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა.

კანონპროექტის თანახმად დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების გასხვისება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიული პირზე ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მისი ფილიალზე, თუ გარიგების შედეგად, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი, ერთად ან/და ჯამურად, გადადის ზემოხსენებული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირ(ებ)ის ან/და იურიდიულ პირ(ებ)ის საკუთრებაში“.

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მეწილეობის შემთხვევაში ექნება

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ მის დამფუძნებელი ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ: ა) სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კომერციულ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს,“- ვკითხულობთ კანონპროექტში.

30.05.2017 21:33

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>