abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
”აწარმოე საქართველოს” დაწყებიდან მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში 170 -მდე პროექტი დაფინანსდა

პრემიერი - ”აწარმოე საქართველოს” დაწყებიდან მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში 170 -მდე პროექტი დაფინანსდა პროგრამის ”აწარმოე საქართველოს” დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და იმ შედეგებზე, რომელიც პროგრამის ამუშავებამ მოუტანა საქართველოს.

”პროგრამის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170 -მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ ამ ინვესტიციების საშუალებით ჩვენს ქვეყანაში 7 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამ პროგრამის ფარგლებში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დავაფინანსეთ 20 -ზე მეტი პროექტი და ჯამური ინვესტიციების ოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს.

კინოინდუსტრიიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონზე მეტი ლარის ინვერსტიცია და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც გადამზადებული იქნა 9 ათასამდე ბენეფიციარი. თანადაფინანსება მიიღო 5 ათასამდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლად.

დღეს ჩვენთან ერთად არიან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. მივესალმები მათ და წარმატებას ვუსურვებ”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი შედეგები რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროგრამამ ახალი სიცოცხლე შეიტანა არამხოლოდ ეკონომიკაში, არამედ მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. პრემიერის თქმით, დღეს საჭიროა არსებული სახელმწიფო პროგრამების ადაპტირება ახალ გამოწვევებთან. ”ამისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ რომ პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გავაერთიანოთ ერთი სტრუქტურის ქვეშ სახელწოდებით ”აწარმოე საქართველოში” . მას ექნება ერთიანი მომსახურების ოფისი რაც გაუადვილებს ბიზნესმენებს და დამწყებ მეწარმეებს საქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას. მეწარმეობის განვითარებასთან ერთად ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე რომელიც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ზრდას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს სავაჭრო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

19.04.2017 13:38

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>