abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
სარეიტინგო სააგენტო Moody's - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ბანკებისთვის პოზიტიურია, რადგან საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს

სარეიტინგო სააგენტო Moody's - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ბანკებისთვის პოზიტიურია, რადგან საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's შეფასებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2015 წლის იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში ნებაყოფლობითი კონვერტაციის სუბსიდირების შესახებ, ქართული ბანკებისთვის დადებითია, რადგან საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს.

სააგენტოს განცხადებით, პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მხრიდან ხარჯების გაწევას, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს 20 თეთრის სხვაობას. Moody's შეფასებით, პროგრამა ბანკების პორტფელის დაახლოებით 5%-ს შეეხება.

„საქართველოში ბანკები მზარდი საკრედიტო რისკის წინაშე დგანან, როდესაც ვალუტის კურსის რყევა უარყოფითად მოქმედებს მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე. საქართველოში სესხების დაახლოებით 2/3 დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარში). „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ მინაცემებით, საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 40%-ს შეადგენს ისეთი სესხები, რომლებიც დენომინირებულია აშშ დოლარში და გაცემულია მსესხებლებზე, რომლებსაც შემოსავალი აშშ დოლარში არ აქვთ.

ვალუტის კურსის რყევით გამოწვეულ საკრედიტო რისკებთან მიმართებაში ქართული ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალის მნიშვნელოვან სარეზერვო მარაგებს, რაც უზრუნველყოფილია არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის გაცემულ სესხებზე მაღალი რისკის შეწონვით. ბანკები ასევე ითვალისწინებენ 10-20%-იან ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებას, როდესაც აფასებენ მსესხებლის გადახდისუნარიანობას უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შემთხვევაში.

გაუფასურება უარყოფით გავლენას ახდენს ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობაზე, ვინაიდან აქტივების უმეტესობა დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო კაპიტალი - ლარში. სესხების კონვერტაცია ადგილობრივ ვალუტაში რისკის დაბალი შეწონვის გამო ნაწილობრივ შეამსუბუქებს ამ უარყოფით გავლენას.

გეგმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი მოითხოვს 2017 წლის იანვრიდან 100.000 ლარზე ქვემოთ და 2018 წლის იანვრიდან 200.000 ლარის ქვემოთ ყველა ახალი სესხების გაცემას ადგილობრივ ვალუტაში. ეს ხელს შეუწყობს ვალუტის კურსის რყევით გამოწვეული საკრედიტო რისკების შეკავებას და მხარს დაუჭერს ეკონომიკის გრძელვადიან დედოლარიზაციას“, - აღნიშნავს Moody's. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განმარტებით, წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ეს შეფასება, რეალურად ადასტურებს მთავრობის და ეროვნული ბანკის სწორ გადაწყვეტილებას დედოლარიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რასაც საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს.

06.12.2016 10:18

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>