abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ტრეინინგების კურსები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის

2016 წლის 12-14 სექტემბერს ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედო-ს" წამყვანი მენეჯერებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიმართა ტრეინინგი თემაზე -"სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და ლიკვიდაცია". ტრეინინგი ჩატარდა ქ. თბილისში – კრედოს საგანმანათლებლო ცენტრ- კამპუსში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა.

ტრეინინგი მიყავდათ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ცუცქირიძეს და საბანკო ტრეინინგ ცენტრის წამყვან ტრეინერს სოსო სტეფანიშვილს.

ტრეინინგზე განხილულმა თემებმა კურსის მონაწილეებს საშუალება მისცა გაემდიდრებინათ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა, კიდევ ერთხელ გაიაზრებინათ პრობელემური სესხების წარმოშობის წინაპირობები, მონიტორინგის მნიშვნელობა, პრობლემური სესხების მართვის მეთოდები. ტრეინინგის პროცესში, რომელიც ინტერაქტიული დიალოგის პრინციპზე მიმდინარეობდა განიხილული იქნა სხვადასხვა მოდერაციები კონფლიქტურ და სტრესულ სტუაციებთან დაკავშირებით, კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვის პრინციპები და მეთოდები, მონიტორინგისა და საკრედიტო რეიტინგების სისტემების მნიშვნელობა, პრობლემური სესხების მართვა და მათი რესტრუქტურიზაცია, "ტოქსიკური" სესხების ამოღების პროცედურები და საკანონმდებლო ნიუანსები;

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ტრეინინგმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კრედო დღეს არის ლიდერი საკრედიტო ორგანიზაცია მიკრო დაკრედიტების სეგმენტში, ეს არის რეიტინგული კომპანია რომელსაც აქვს მინიჭებული საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეიტინგები საფინანსო და სოციალური მომსახურების კუთხით, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ატესტაციაზე. შემთხვევით არ არის, რომ მას აქვს ტრეინინგ ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ქუთაისში და გურჯაანში, რასაც ტრეინინგზე დამსწრე მენეჯერების საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციაც ადასტურებს.

ასევე მსურს მადლობა გადავუხადო კრედოს კოლექტივს და ტრეინინგ ცენტრის პერსონალის შერჩევის და ტალანტების მენეჯერს, ანა ასლანოვას ტრეინინგის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.

კრედო ემსახურება 200 ათასზე მეტ კლიენტს და წარმოდგენილია 61 ფილიალის სახით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კრედოს საგანმანათლებო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტიპის სასწავლო აკადემიას, სადაც კრედოს ყველა რგოლის თანამშრომელი გადის სრულყოფილ ტრენინგ მოდულს, რომელიც მომავალში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავე შენობაში გათვალისწინებულია კომფორტული საძინებელი ოთახები.

15.09.2016 13:31

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>