abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
”ხალიკ ბანკი საქართველოს“ ინოვაციური პროდუქტი - მაჯის საათი watch2pay უკონტაქტო გადახდის სისტემით

”ხალიკ ბანკი საქართველოს“ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - მაჯის საათი watch2pay უკონტაქტო გადახდის სისტემით, კომპანია MasterCard-მა და სააქციო საზოგადოებამ ”ხალიკ ბანკი საქართველო“ საქართველოში პირველი, უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე Watch2pay საათის ერთობლივი პროექტის რეალიზების შესახებ განაცხადეს.

როგორც ”ხალიკ ბანკი - საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შვიდი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც საქართველოში პირველი უკონტაქტო გადახდა შესრულდა და დღეისთვის ამგვარი გადახდების პოპულარობა ქვეყანაში დინამიურად იზრდება.

”სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო უკონტაქტო ტრანზაქციების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აზიის რეგიონში. უკონტაქტო გადახდების განხორციელება შესაძლებელია ქვეყნის თითქმის ყველა POS და mPOS ტერმინალების საშუალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 24000-ზე მეტ სავაჭრო წერტიში.

”ხალიკ ბანკი საქართველოსა“ და MasterCard-ის ერთობლივი პროექტის მეშვეობით, პირველად გახდება შესაძლებელი რეგიონში უკონტაქტო ანგარიშსწორების განხორციელება მაჯის საათის მეშვეობით. Watch2pay საათი აღჭურვილია პერსონალიზირებული საბანკო ბარათით და მისი შეძენა კლიენტებს შეეძლებათ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ ფილიალებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„უკონტაქტო გადახდები მასიურ ხასიათს იძენს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა „უკონტაქტო რევოლუცია“ გადახდებში. საათი კომფორტულია გადახდებისთვის და საფულიდან ბარათის ამოღება საჭირო აღარაა.

ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც კი სულ უფრო მეტად ადაპტირდება ციფრულ რეალობასთან. ბარათის მფლობელთათვის უკონტაქტო გადახდა ასოცირდება სისწრაფესა და კომფორტთან, და ამგვარი საათი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს თანამედროვე სტილს“, - განაცხადა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

როგორც ”ხალიკ ბანკი საქართველოს” ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ წელს „ხალიკ ბანკ საქართველო“-მ მთელს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, პირველი უკონტაქტო ტერმინალი mPOS დანერგა. ერთი წლის შემდგომ უკვე 100-ზე მეტი სავაჭრო წერტილია აღჭურვილი მობილური ტერმინალით, მათ შორის ისეთი ობიექტები, სადაც მანამდე საგადახდო ბარათით გადახდა საერთოდ შეუძლებელი იყო. ბარათით აღჭურვილი, უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე საათი “Watch2Pay” მორიგი ინოვაციური პროექტია, რომელსაც ბანკი, საგადახდო სისტემა MasterCard-თან ერთად ახორციელებს.

„საქართველო - უკონტაქტო გადახდების განვითარებაში ევროპაში ერთ-ერთი პროგრესული ბაზარია. ამგვარი წარმატება უპირველეს ყოვლისა განაპირობა საქართველოში არსებული ბანკებისა და კლიენტების მზაობამ ინოვაციებისადმი, იმ ფაქტმა, რომ მათ არ ეშინიათ სიახლეების. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს მოეწონებათ ინოვაციური, MasterCard უკონტაქტო გადახდის ფუნქციის მქონე საათები“, - აღნიშნა კლიენტებთან მუშაობის მენეჯერმა საქართველოში, MasterCard Europe -ის წარმომადგენლობა უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, თურქმენთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ელენა ბრაჟნიკმა.

”პროდუქტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, მას ყველაზე უფრო მეტად დააფასებს ახლგაზრდა თაობა. ბანკის უპირველესი მიზნობრივი სეგმენტი სტუდენტები იქნებიან, რომელთაც საათების გარკვეული რაოდენობა უფასოდ გადაეცემათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

02.07.2016 13:45

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>