abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
„პაშა-ბანკი“ ახალ პროექტს - Meeting room-ს იწყებს

„პაშა-ბანკი“ ახალ პროექტს - Meeting room-ს იწყებს „პაშა-ბანკი“ ახალ პროექტს - Meeting room-ს იწყებს. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს-კონფერენციების ციკლი, რომელიც ახალ პლატფორმას შექმნის აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებას.

„პაშა-ბანკი“, Meeting room-ის ფარგლებში, პირველ კონფერენციას დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მასპინძლობს. შეხვედრის თემაა: „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“.

კონფერენცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და Colliers International-ის მხარდაჭერით ტარდება. სპეციალურად მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: ”სასტუმრო ბიზნესის მიმოხილვა”, ”ტურიზმის დეპარტამენტის მოლოდინი და არსებული ტენდენციები”, ”სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორების ბიზნესმოდელი და ტიპიური მოთხოვნები”, ”სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების პრაქტიკა და კრიტერიუმები”.

ფორუმზე ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ისაუბრებენ შემდეგი სპიკერები: გიორგი ჩოგოვაძე - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი; მარკ ფინი - Colliers International-ის სასტუმროებისა და კურორტების საკონსტულტაციო განყოფილების უფროსი / UK office; გოგა ჯაფარიძე - ”პაშა ბანკის” კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი; გოგა კაპანაძე - ”აქსისის” გენერალური დირექტორი; თამუნა გულედანი - ”შერატონ მეტეხი პალასი”, გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი. ფორუმის მოდერატორია გიორგი შარაშიძე - Georgia Today-ის რედაქტორი და გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ სულ მალე წარვადგენთ ჩვენ ახალ პროექტს Meeting room-ს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა ინდურსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნესკონფერენციების ციკლი, 2013 წლიდან საქართველოში არაერთ ბიზნესსექტორს ვემსახურებით და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სასტუმრო ბიზნესი. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს განვითარებას, რადგან ცხადად ვხედავთ მის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მიზანია აქტიურად ჩავერთოთ ადგილობრივი და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების დაფინანსების გზით“, - განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

„იმ ფონზე, როდესაც ყოველთვიურად სულ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, როდესაც უფრო მეტი სასტუმრო იხსნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და კურორტზე, ამ თემაზე მრავალმხრივი დისკუსიის არსებობა და რაც მთავარია კერძო სექტორის ჩართულობა ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზეზით ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში Meeting room.

როგორც ვიცით, წელს იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს 1 596 916 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.4 %-ით მეტია. 2016-2017 წლებში საქართველოში 80-ზე მეტი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

25.05.2016 12:26

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>