abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
პაშა ბანკის სააღდგომო ქველმოქმედება

ბანკმა მათი სახელით თბილისის SOS ბავშვთა სოფელში გადარიცხა თანხა, რომლითაც დაიფარება იქ მცხოვრები ყველა აბიტურიენტის ინგლისურ ენაში მომზადების მთელი წლის ხარჯი.

ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციისთვის ხელშეწყობა.

„პაშა ბანკი უკვე სამი წელია ოპერირებს საქართველოში როგორც რეგიონალური კორპორატიული და საინვესტიციო ბანკი. დაარსების დღიდან ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ბანკის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. შარშან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ გადავრიცხეთ გარკვეული თანხა ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“. გადავწყვიტეთ, რომ წელსაც კეთილი საქმით აღგვენიშნა აღდგომა და თანაბრად გავუზიარეთ სიხარული, როგორც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და კლიენტებს, ასევე საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს,“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი მადლიერებას გამოთქვამს პაშა ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედებისთვის, ვინაიდან რესურსების უანგაროდ მობილიზაცია და განათლებაში მიმართვა ხელს უწყობს ბავშვების წარმატებულ მომავალს. პაშა ბანკის სახით საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა საიმედო პარტნიორი შეიძინა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ბიზნეს სექტორის ამგვარი მონაწილეობა სასარგებლო შედეგებს მოიტანს როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.“ - განაცხადა ნოდარ თოფურიძემ, “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ადვოკატირების მრჩეველმა.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 278 მილიონ ლარს გადააჭარბა. პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

03.05.2016 13:55

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>