abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
პროფესიული სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკების ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ბანკების ასოციაციაში ჩატარდა უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირების უფასო პროგრამა.

პროგრამაში ჩართული იყვნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის(დეკანი ბ-ნი მურთაზ კვირკვია) ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების( ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნი თამარ გამსახურდია) მე-3 და მე-4 კურსის წარჩინებული სტუდენტები - ენდელაძე ილია, თეთრაძე მირიანი, კილაძე საბა, კოპალიანი ირინა, ლაგვილავა გიორგი, ლაცაბიძე ანა, ლაცუზბაია თორნიკე, ლაცუზბაია ცოტნე, მიგრიაული ანა, ჟორჟოლიანი მურმანი, რაზსიპნოვა ანა, სარალიძე გურამი, ქიმუცაძე თათია, ჭაღალიძე გიგა, ხუციშვილი თამარ, ჯაფარიძე ნინო, ავაზნელი ნატო, წულაძე სალომე, ჯიქია სალომენოკა ჩხაიძე, მარიამი ხაჩიძე, მაიკო შონია, ელენე ფალიანი.

სტაჟირების პროცესში მსმენელებმა გაიარეს სტაჟირებით გათვალისწინებული შემდეგი საფეხურები:

პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილი ინსტრუქციები - ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესები;

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა თეორიულ სწავლებასთღან ერთად პრაქტიკული საბანკო ოპერაციები შეისწავლეს საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software - 2000 ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც მოიცავს:

ფიზიკური პირის რეგისტრაციას, იურიდიული პირის რეგისტრაციას, საკრედიტო დაწესებულებებში ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოებას.

უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების(საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებებს, კომუნალური და სხვა გადარიცხვების წარმოებას; კომერციულ ბანკებში მიმდინარე და საანაბრე ანგარიშების გახსნის პროცედურებს, მათ შორის საანაბრე პროდუქტების შექმნას- მოთხოვნამდე, შემნახველი, ვადიანი, ზრდადი ანაბარის ანგარიშების გახსნა;

სესხის რეგისტრაციას და სესხის გაფორმების პროცედურას, რაც მოიცავს -სასესხო პროდუქტების შექმნას (ავტოსესხი, სამომხმარებლო, ბიზნეს სესხი, განვადება, ოვერდრაფტი, იპოთეკა);

მსმენელებმა ასევე გაიარეს ფინანსური მათემატიკის საფუძვლები, მარტივი და რთული პროცენტის დაანგარიშების პრინციპები და ანუიტეტის გამოთვლა;

მსმენელები საკუთარი ინიციატივების და უნარების წარმოჩენის მიზნით, გაეცნენ ფსიქოლოგიურ და მათემატიკურ სტრესს-ტესტებს, რომლებსაც ბანკები იყენებენ თანამშრომელთა აყვანისას მათი უნარების შესაფასებლად.

პროგრამას ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი ბატონი გიორგი ცუცქირიძე.

პროგრამის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

მასალა ფოტო კოლაჟით განთავსებული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტესტის ვებ გვერდზე(იხილეთ ლინკი http://www.gruni.edu.ge/main/news/1451115734

24.12.2015 22:49

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>