abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

ბიზნესისა და მართვის სკოლის პროექტის „შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან“ ფარგლებში ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები შეხვდენ „ქართუ ბანკის“გენერალური დირექტორის მოადგილეს - რისკების დირექტორს ბატონ ბექა კვარაცხელიას.

შეხვედრა ჩატარდა სემინარის ფორმატით, სადაც განხილულ იქნა, როგორც, ზოგადად, საბანკო სექტორში არსებული ვითარება, ისე „ქართუ ბანკის“ საქმიანობის სპეციფიკა. საუბარი შეეხო სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესს, საბანკო სექტორში მოსალოდნელ სიახლეებს და სხვ.

სტუმარმა, შესთავზა სტუდენტებს, ახალი წლის შემდეგ, სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ „ქართუ ბანკში“ არსებული ვაკანსიების შესაბამისად - განმარტა, ის მოთხოვნები, რომელსაც აყენებს ბანკი სტაჟირებისა და დასაქმებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნი თამარ გამსახურდია და ბიზნესისა და მართვის სკოლის ლექტორი, საბანკო პროგრამების წამყვანი, ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა ცუცქირიძე.

შეხვედრის ბოლოს ბატონმა ბექა კვარაცხელიამ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა და დაიგეგმა „რისკ-მენეჯმენტის“ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოეწყოს დიკუსია რისკების მართვის საკითხებზე „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელობის მონაწილეობით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ მამუკა თავხელიძესთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ქართუ ბანკს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, განათლებისა და ნიჭიერი სტუდენტების საბანკო დაწესებულებებში დასაქმების საკითხები. ბატონმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ქართუ ბანკის ხელმძღვანელობას შეხვედრა-სემინარში აქტიური მონაწილეობისათვის და გამოთქვა მზადყოფნა უნივერსიტეტსა და ქარტუ ბანკს შორის მომავალში უფრო აქტიური თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებისათვის.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დაარსდა 1992 წელს. 2002 წელს იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით უნივერსიტეტი პროგრესულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის დასახელდა და დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულში შევიდა. უნივერსიტეტი ვითარდება როგორც ინოვაციური ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც გულისხმობს გარე ფაქტორებსა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების უნარს, ახალი სერვისული ტექნოლოგიების დანერგვის გზით საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტების ხარისხის სისტემატურ სრულყოფას და მომხმარებელთა მოთხ-ოვნების დაკმაყოფილება

2012 წლის მაისში ბატონი მამუკა თავხელიძე აირჩიეს საქართველოს განათლების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად. 2013 წელს დასახელდა წლის რექტორად. 2013 წელს განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.

20.12.2015 10:31

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>