abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
პირველად საქართველოში ვითიბი ბანკი მოხმარებელს მაღალტექნოლოგიურ გადახდების სისტემას სთავაზობს

დღეიდან სასურველი ნივთის ან მომსახურების შესაძენად აღარ დაგჭირდებათ საფულე, საბანკო ბარათი ან სტიკერი. Mobile Pay -ს მეშვეობით მარტივად, მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებით შეძლებთ სასურველი ნივთის შეძენას.

Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აწარმოოს უკონტაქტო გადახდები, ვითიბი ბანკის ნებისმიერი ბარათით. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი ბარათით სურს გადახდა. ამასთან ერთად, ვითიბი ბანკის კლიენტებისთვის აპლიკაციით სარგებლობა და გადახდები არის უფასო.

Mobile Pay -ით გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც VISA payWave (უკონტაქტო) გადახდების ტერმინალებია განთავსებული. აპლიკაცია აღჭურვილია უსაფრთხოების მაღალი დონით, რაც გამორიცხავს თაღლითური ოპერაციებს. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ კავშირის გარეშეც.

Mobile Pay უკვე ხელმისაწვდომია Google Play Store -ში. გადახდის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია, ანდროიდის 4.4 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემის და NFC მხარდაჭერის მქონე სმარტფონით. აპლიკაცია, პლატფორმა და გადაწყვეტა შემუშავებულია კომპანია PriNum -ის მიერ. მომწოდებელია კომპანია UkrPay. ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკმა საქართველოში პირველმა დანერგა მობილური გადახდების აღნიშნული სისტემა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო პროექტში მონაწილე ყველა პარტნიორს და კომპანიებს VISA, UFC, Tieto, UkrPay, PriNum. მინდა ავღნიშნო, რომ ერთობლივი, მნიშვნელოვანი და წარმატებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, პირველად საქართველოში დანერგილიყო NFC სისტემა. Mobile Pay არის მაღალტექნოლოგიური უნაღდო ანგარიშსწორების აპლიკაცია, რომელიც საბანკო სერვისების და თანამედროვე მობილური ტექნოლოგიების სინთეზს წარმოადგენს. NFC სისტემაზე დაფუძნებული გადახდები მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი. საქართველოში ის მხოლოდ ვითიბი ბანკის მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. Mobile Pay -ის გამოყენებით ნებისმიერ გადახდა გაცილებით კომფორტული და მარტივი ხდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ვიზას კავკასიის რეგიონალურმა მენეჯერმა, ირინა ქამხაძემ განაცხადა "საქართველო წარმოადგენს „ცეააა" (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის) რეგიონის ერთ-ერთ ლიდერს, უკონტაქტო გადახდების ათვისებაში. ვიზა payWave გადახდის სისტემის მოხერხებულობა და სისწრაფე, იქცა მომხმარებლისთვის ბუნებრივ არჩევანად. რადგან მან ერთნაირად გააუმჯობესა გადახდების გამოცდილება, როგორც ვიზას ბარათის მფლობელებისთვის, ისე საცალო მოვაჭრეებისთვის". "მობილური ტელეფონი იქცა ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად, ხოლო ვიზას გადახდები ახალ შესაძლებლობებს უქმნის ბანკებს, დანერგონ ინოვაციები, მობილური მოწყობილობებისა და საგადახდო ინსტრუმენტების შერწყმით, რაც ნაღდი ფულის ჩანაცვლებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული გადახდების გაზრდასა და ამგვარად, გზას გაუხსნის მობილური კომერციის კიდევ უფრო სწრაფ ათვისებას, ვიზას ბარათის მფლობელების უფრო მოსახერხებელი და ჩართული ვაჭრობის გამოცდილებისთვის".

10.10.2015 22:17

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>