abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლარის კურსზე, ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი საქმიანი დისკუსია გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიაზე სამინისტრომ წარადგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს გააცნეს მიმდინარე წლის განმავლობაში გაწეული და გასაწევი ხარჯების მოცულობა. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარი იქნება და 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ბიუჯეტის შემოსულობები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ბიუჯეტის გადასახდელებს.

შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მიერ მომზადებული პროგნოზები, მათ შორის, ლარის კურსზე მოქმედი ყველა ფაქტორი და შეჯერდა პოზიციები, რომ ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების მიხედვით ლარის კურსზე, ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა 2015 წელს სავალუტო ნაკადებზე მხოლოდ პოზიტიურია. კერძოდ, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური ვალუტის შემოდინება 81 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს გადინებას. აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე გადააჭარბებს 190 მლნ აშშ დოლარს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ წლის ბოლომდე ფისკალური სექტორის მხრიდან ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა არ განხორციელდება.

მნიშნველოვანი გარემოებაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 3%-მდე შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლის გაზრდა არ იგეგმება არც 2016 წელს. სამინისტროს ინიციატივით, ასევე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ამგვარ კომუნიკაციას ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, რათა საბანკო სექტორს ოპერატიულად მიეწოდოს ინფორმაცია ფისკალური სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ პროგნოზების და ხედვების გაცვლა.

ასევე კომერციული ბანკები ერთ-ერთი პირველი გაეცნობიან 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, რათა მათ პირველწყაროდან ჰქონდეთ ინფორმაცია დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ.

www.commersant.ge

11.08.2015 17:58

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>