abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერით გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ "სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენას

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საჭირო მოწყობილობის, ე.წ. "სეთ-თოფ-ბოქსის" განვადების შეძენა ნეგატიური საბანკო ისტორიის მქონე პირებსაც შეეძლებათ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, განვადებით სარგებლობა ასევე შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა.

"ე.წ. "სეთ-თოფ-ბოქს" განვადებით გასცემს ყველა ის ბანკი, რომლის საბანკო პროდუქტშიც შედის განვადების სერვისი და ის განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით. ასევე ოპერატიულად მოხდება თავად საბანკო ოპერაციის გაფორმება. ასე რომ, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც მოწყობილობის განვადებით შეძენა სურს, ამის არავითარი პრობლემა არ ექნება – განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა. მეტიც, ეს შეუძლია იმ პირებსაც კი, რომლებიც შესაძლოა კრედიტორთა სიაში ირიცხებოდნენ, ანუ ჰქონდეთ ნეგატიური საბანკო ისტორია, თუკი ვალი ამჟამად არ უფიქსირდებათ", - აღნიშნა ზურაბ გვასალიამ.

"საქართველოს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოული მოქალაქისთვის. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატა საბანკო სექტორმა. განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ბანკების ასოციაციას ოპერატიული და კოორდინირბული თანამშრომლობისთვის. სწორედ საქართველოს ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერის შედეგად გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ "სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენას და ციფრული მაუწყებლობის შეუფერხებლად მიღებას. ასევე კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე-2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს, 10:00 საათზე შემდეგ ქალაქებში: გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი, ხაშური და ვთხოვთ, რომ დროულად უზრუნველყონ ე.წ.'სეთ-თოფ-ბოქსების'შეძენა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

03.07.2015 20:06

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>