abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის გადადების თხოვნით მიმართა

ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის გადადების თხოვნით მიმართა ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის გადადების თხოვნით მიმართა. როგორც გახარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაბამისი თხოვნით მას , თავის მხრივ, საბანკო ასოციაციამ მიმართა.

"ჩვენ მივმართეთ თხოვნით პარლამენტს, გავუწიეთ შუამდგომლობა საბანკო ასოციაციას, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა ხვალ არ დაიწყოს და რამდენიმე დღით გადაიდოს. იმედი გვაქვს, რომ ერთი კვირით მაინც გადაიდება", - აღნიშნა გახარიამ. მისი თქმით, დეპუტატების მხრიდანაც არის მზაობა, განხილვები შემდეგი სასესიო კვრისთვის გადაიდოს.

პარლამენტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილება სულ 13 კანონში ხორციელდება.

დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით საბანკო ასოციაციამ ბიზმნესომბუდსმენს აღნიშნულ საკითხზე, მისი აქტუალობიდან გამომდინარე მიმართა.

"ჩვენთვის მთავარია ყველა რისკი, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორზე და ეკონომიკაზე ზემოქმედების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინვესტორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, იყოს აცილებული და ისეთ მოდელზე გადვიდეთ, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის გრძელვადიან და მდგრად განვითარებას. ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს, რომ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისათვის და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

აქვე მსურს ავღნიშნო ბიზნესომბუდსმენის მეტად მნიშვნელოვანი და ძალზე დადებითი როლი არა მხოლოდ ამ საკითხის, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი და საკვანძო პრობლემის გადაწყვეტაში. საბანკო ასოციაციასთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც აქტიურად იმუშავებს კანონის დახვეწაზე და იმედია ჩვენ მივიღებთ ისეთ მოდელს რომელიც გაუძლებს დროს და ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს რაც დღეს ისმის საბანკო სისტემის მისამართით ისმის. გამოყენებულია IPN -ის მასალები

10.06.2015 23:29

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>