abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
პაშა ბანკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და „რუსთავის წყალი“ 22.5 მლნ ლარის ოდენობის რესურსით უზრუნველყო

პაშა ბანკმა საინვესტიციო ჯგუფი Georgian Global Utilities 22.5 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტით უზრუნველყო. აქედან 12.5 მილიონი ლარი ჯგუფში შემავალ კომპანიაზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) გაიცა, ხოლო 10 მილიონი ლარი - კომპანიაზე "რუსთავის წყალი” (RWC).

აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ კომუნალური წყალმომარაგების უმსხვილეს მოთამაშეებს საქართველოში, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ წყალსადენისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელების რეაბილიტაციის პროექტებს სხვადასხვა უბნებსა და რეგიონებში, სადაც მიმდინარეობს ხანდაზმული მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და გაჯანსაღება. უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტები, რომელთა რეფინანსირებაც პაშა ბანკმა სალარე სესხებით მოახდინა ხელს შეუწყობს მიმდინარე სამუშაოების წარმატებით განხორციელებას.

“ჩვენ მოხარული ვართ აღნიშნული პარტნიორობით. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პაშა ბანკს საქართველოში, როგორც მსხვილ და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებულ ფინანსურ ინსტიტუტს აქვს დიდი მოცულობის საკრედიტო ვალდებულებების აღების როგორც მზაობა, ასევე შესაბამისი გამოცდილება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული დაფინანსება განხორციელდა ლარით, რაც ადგილობრივ ბაზარზე დღეისათვის არსებულ ვითარებაში არცთუ უმნიშვნელო დეტალია,“ განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სტრატეგია ითვალისწინებს სავალუტო რისკების ეტაპობრივ შემცირებას, რისი მაგალითიც არის აღნიშნული გარიგება. ჩვენ ფრიად მოხარული ვართ, რომ მოხერხდა პაშა ბანკისაგან საშუალო ვადიანი რესურსის ფიქსირებული განაკვეთით მოზიდვა ადგილობრივი ვალუტით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა პაშა ბანკთან თანამშრომლობით. გარიგების სტრუქტურირების პროცესმა მოკლე ვადებში და შეუფერხებლად ჩაიარა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანზაქციის სიდიდიდან გამომდინარე,“ აღნიშნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

„ლარის კურსის ცვალებადობის პირობებში ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე მოთხოვნა გარკვეულწილად გაიზარდა. მოხარული ვართ, რომ შევძელით GWP-ს მასშტაბის მოთამაშისათვის შეგვეთავაზებინა მოთხოვნადი პროდუქტი შემჭიდროვებულ ვადებში და ურთიერთ ხელსაყრელი პირობებით,“ განაცხადა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა, გოგა ჯაფარიძემ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ის სასმელი წყლის და წყალარინების მომსახურებას სთავაზობს დედაქალაქს. კომპანია ასევე აწარმოებს ელექტროენერგიას, რისი უდიდესი ნაწილიც დედაქალაქის წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს. პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

06.06.2015 21:41

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>