abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს. ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

IFC -ის 10–წლიანი სუბორდინირებული სესხი, 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 20 მილიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის შექმნილი ევროპული ფონდიდან (EFSE) იქნა მოზიდული, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ფინანსური მომსახურების გაფართოებას საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დაფინანსების შედეგად მოსალოდნელია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა წარმატებით დაასრულა მისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფინანსების გარიგება,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

„ხსენებული სუბორდინირებული სესხი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მთლიანად ბანკის კაპიტალიზაციას და ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს, IFC-ის, მუდმივი თანამშრომლობისთვის.”

ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკს, რომელიც რეგიონში IFC-ის დიდი ხნის პარტნიორია, და საკმაოდ ბევრ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს უწევს საბანკო მომსახურებას, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი კლიენტი ამ სფეროდან. პროექტი ასევე დაეხმარება ბანკს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობასა და საცალო საბანკო მომსახურების ზრდას.

„ეს სესხი ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკს დააფინანსოს კიდევ უფრო მეტი მცირე საწარმო საქართველოში. სწორედ კერძო სექტორი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას, მაგრამ ხშირად მას ნაკლებად მიუწვდება ხელი კაპიტალზე, რომელიც მას გაფართოების საშუალებას მისცემს,” განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. `ეს პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ამ სტრატეგიის ერთი ნაწილი საფინანსო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პარტნიორების რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას და სიღარიბის დონის შემცირებას შეუწყობს ხელს.”

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 665 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში. ამ თანხიდან 272 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 292 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFC საქართველოში ასევე ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.

03.06.2015 16:14

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
“ზრდადი მომავლის ანაბარი” -დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საუკეთესო საშუალება
25.09.2009 21:30

22 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც “ბაზისბანკის” ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის პრეზენტაცია შედგა.

ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პლასტიკურ ბარათს – "Discovery Card"-ს სთავაზობს
17.08.2009 11:50

 “Discovery Card”-ი არის სადებეტო, ვიზა კლასიკის ტიპის ჩიპური ბარათი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის

პროკრედიტ ბანკი საქართველოში რიგით 59-ე ფილიალს ხსნის
10.08.2009 15:44

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას.

ახალი სერვისი TBC PAY-ს ტერმინალებში
10.08.2009 15:41

კომპანია TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალები თავის მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მომსახურებას.

"ბაზისბანკი" ბათუმის ბულვარში აქციას იწყებს
28.07.2009 16:05

 "ბაზისბანკი" 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში აქტიურ პრომო-აქციას იწყებს

"საქართველოს ბანკმა "ევრომანის" ჯილდო მიიღო
20.07.2009 17:36

"საქართველოს ბანკმა" ნომინაციაში "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" "ევრომანის" ჯილდო მიიღო

აქცია პლასტიკურ ბარათებზე 1 ოქტომბრამდე!
13.07.2009 12:38

ბანკი ქართუ გთავაზობთ ახალ პლასტიკურ ბარათებს მოქნილი პირობებით.

სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.
06.07.2009 15:57

30 ივნისიდან სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადის მიღებას იწყებს.

ბანკმა “რესპუბლიკამ” აღმოსავლეთ საქართველოში, ახალი ფილიალი გახსნა
06.07.2009 15:23

27 ივნისს ბანკმა "რესპუბლიკამ” ახალი ფილიალი აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთ ლამაზ ქალაქში – ყვარელში – გახსნა

"სახალხო ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი - "სოციალური ანაბარი" დანერგა
02.07.2009 13:18

აღნიშნული ანაბარი ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა, რომელიც წლიურ 16 %-ს შეადგენს.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>