abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საქართველოს საფინანსო სექტორის კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის, აზიმ სადიკოვის შეხვედრაზე ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) დასკვნა განიხილეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ, რომელიც საქართველოში 2014 წლის ივნისის განმავლობაში მუშაობდა, გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ წარმატებით გაუძლო სხვადასხვა შოკს, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, პოლიტიკურ ცვლილებებსა და რეგიონულ არასტაბილურობას და საბანკო სექტორმა ბოლო წლების მოვლენების ფონზე მისი მნიშვნელოვანი მდგრადობა დაადასტურა. პოზიტიურია ასევე მომავლის მოლოდინებიც.

შეფასების პროგრამის ფარგლებში მისიამ დეტალურად შეისწავლა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო საზედამხედველო მიდგომები და დაასკვნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა 2006 წლის ბოლო შეფასების შემდეგ რადიკალურადაა გაუმჯობესებული ყველა მიმართულებით.

მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან მაღალ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ბაზელის კომიტეტის ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპების მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა მოწინავე საზედამხედველო მიდგომა, რომელიც არის ყოვლისმომცველი, მომავალზე და რისკებზე ორიენტირებული: ის არის ყოვლისმომცველი, რადგანაც ითვალისწინებს ყველა რისკს, როგორც ცალკეული ბანკის, ასევე საბანკო სისტემის დონეზე. ის არის მომავალზე ორიენტირებული, რადგან მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სტრეს-ტესტები, ბიზნეს მოდელი, კორპორაციული მართვა, კაპიტალისა და კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმები. ის არის რისკებზე ორიენტირებული, რადგან განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ყველაზე მნიშვნელოვან რისკებზე, ბანკების სისტემური მნიშვნელობის ჩათვლით.

29 პუნქტიან შეფასების დოკუმენტში ეროვნულმა ბანკმა 26 პუნქტში პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 2 მიმართულება შეფასდა, როგორც განსაკუთრებით კარგი პრაქტიკა, რომელიც სამაგალითოა განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. ესენია საკრედიტო რისკი, სადაც ეროვნული ბანკის მიდგომები შეფასდა, როგორც ძალიან მოწინავე და საზედამხედველო ტექნიკა და ინსტრუმენტები, სადაც სამაგალითოდ გამოიყო 3 ინოვაციური მიმართულება: 1. საზედამხედველო ციკლი გამოიყენება ინდივიდუალური რისკის დონეზე, რაც საკმაო მოქნილობას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, აღნიშნული მოქნილობა დაბალანსებულია პერიოდული შეჯამებებით. 2. როგორც ჩანს, მიღწეულ იქნა რისკის და ბანკის ზედამხედველების ოპტიმალური ინტეგრაცია და თანაბარი გამოყენება. ბანკის ზედამხედველები პასუხისმგებლები არიან ბანკებზე რისკების გასწვრივ და რისკის ზედამხედველები რისკებზე ბანკების გასწვრივ და ასევე სისტემურ რისკზე. ისინი არიან ჩართულნი, როგორც დისტანციურ, ასევე ადგილზე შეფასებებში და მათ შორის პასუხისმგებლობები ძალიან ცალსახად არის განაწილებული. 3. ძალზედ ეფექტიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც „ონ ლაინ“ ზედამხედველობისა და მონაცემთა შთამბეჭდავი ანალიზის საშუალებას იძლევა.

მისიამ განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხის შესახებ.

შეფასების მიხედვით, საბანკო ზედამხედველობის ხარისხით საქართველო ისეთი ქვეყნების რიგებში ერთიანდება, როგორიცაა ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ირლანდია.

გარდა საზედამხედველო პოლიტიკისა, ანგარიშში შეფასებულია ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებიც: „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყარი საძირკველი ჩაუყარა საქართველოს ეროვნულ საგადახდო სისტემას. ქვეყნის ძირითადი საგადახდო ინფრასტრუქტურა არის იმდენად ეფექტური და ქმედუნარიანი, რომ მის შესასწავლად ხშირად ჩამოდიან წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკიდან“-აღნიშნულია ანგარიშში.

„სავალუტო ფონდის მისიის შეფასება მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, ესაა გზავნილი ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული, მდგრადი და სანდო საფინანსო სექტორია, ეს შეფასება კიდევე ერთხელ ადასტურებს იმ პროგრესს და სისტემურ ცვლილებების წარმატებას, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთლიანად საფინანსო სექტორმა აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

„ფინანსური სისტემის შეფასების პროგრამა არის სსფ-ის ერთ–ერთი მექანიზმი, რომელიც ქვეყნის ფინანსური მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება. როგორია საბანკო ზედამხედველობა, როგორია საბანკო სექტორის გამძლეობა სხვადასხვა შოკების მიმართ, როგორია ლიკვიდურობის პოზიცია და რა სტანდარტებს აკმაყოფილებს ქვეყნის საბანკო სექტორი ზოგადად. საბანკო ზედამხედველობა არის ზოგადად ეროვნული ბანკის ფუნქცია, აქედან გამომდინარე გასული წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოსული მისიის დასკვნებით ეროვნული ბანკის მაღალის სტანდარტებით რეგულირება განაპირობებს იმას, რომ საბანკო სისტემა გამართულად ფინქციონირებს, გამძლეა შოკების მიმართ, საბანკო სექტორი არის მომგებიანი, ლიკვიდურობა მაღალია, და რისკებს ართმევს თავს. საქართველოს მაგალითი შეიძლება ითქვას ნიმუშად გამოდგეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში და საქართველოს ეროვნული ბანკი პირნათლად ასრულებს ბაზელის ძირითადი პრინციპების მოთხოვნებს", - განაცხადა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა.

შეფასების დოკუმენტების ნახვა ხელმისაწვდომია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე. http://www.imf.org/external/pubs/cat/longres.aspx?sk=42545.0 http://www.imf.org/external/pubs/cat/longres.aspx?sk=42589.0 http://www.imf.org/external/pubs/cat/longres.aspx?sk=42586.0 http://www.imf.org/external/pubs/cat/longres.aspx?sk=42587.0 http://www.imf.org/external/pubs/cat/longres.aspx?sk=42588.0 წყარო:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2680

09.05.2015 09:35

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>