abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საბიუჯეტო რეფორმის ფარგლებში, ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია ხაზინის ერთიან სისტემაში აღარ ჩაერთვება

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულია "საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი" რომელიც საბიუჯეტო, სისტემურ ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილებები ფინანსთა სამინისტროში მომზადდა და იგი საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესებისათვის, საჯარო ფინანსების უკეთესი კონსოლიდირების და საბიუჯეტო პროცესის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად ხორციელდება.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე შედგა. ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა დეპუტატების მიერ გამოთქმული წინადადებები და პროექტში მათი შენიშვნები ასახა.

"საბიუჯეტო კოდექსის" პირველად ვარიანტსა და მეორე მოსმენით გასატან ვარიანტს შორის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო რამდენიმე პრინციპულ თემას, კერძოდ :

ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ცვლილებით, სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს უფლება ექნებათ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით იქონიონ ანგარიშები კომერციულ ბანკებში, რომელზეც საკუთარი გადაწყვეტილებისებრ გადაიტანენ ხაზინაში აკუმულირებულ ჭარბ ფულს. ამ ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები იქნება მათი შემოსავალი და ისინი ამ თანხას საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგავენ.

მარეგულირებელი კომისიების გადაყვანა აღარ განხორციელდება სახაზინო მომსახურებაზე და ისინი გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდებიან.

ასევე, წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ები, თუ ისინი არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდებიან და მათი სახაზინო მომსახურებაზე გადაყვანა აღარ განხორციელდება.

თავდაპირველად კი, პარლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას საკუტარი ანგარიში მხოლოდ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში უნდა ჰქონოდა.

პირველი პროექტის მიხედვით, შესაძლებელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ზოგიერთ სსიპ-ს მიეცემოდა უფლება კომერციულ ბანკში გაეხსნა ანგარიში. ამასთან, ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის ანგარიშის მფლობელ სსიპ-ს და უნდა მიიმართოს სსიპ-ის ანგარიშზე ხაზინაში.

commersant.ge

26.11.2014 13:00

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>