abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
"თიბისი ბანკი" საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

"თიბისი ბანკი" საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა "თიბისი ბანკი" საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს , პირველად საქართველოში, "თიბისი ბანკმა" მიიღო მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ჟურნალების, The Banker და Professional Wealth Magazine, მიერ დაწესებული ჯილდო - 2014 წლის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი წარდგენილი იქნა ამ ნომინაციაში და დასახელდა, როგორც საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე მქონე ბანკი.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა 136 ბანკი 60 სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟიური დაკომპლექტებული იყო საბანკო ინდუსტრიის 15 ექსპერტით ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

"თიბისი ბანკი" პერსონალური საბანკო მომსახურების საუკეთესო მაჩვენებლებისთვის დაჯილდოვდა. ჟიურიმ შეაფასა პერსონალური საბანკო მომსახურების მომხმარებელთა და არარეზიდენტი პირების ზრდის მაჩვენებელი, მათი მომსახურების ეფექტურობა და შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება. "ჩვენთვის საამაყოა ეს მიღწევა და მოხარულები ვართ, რომ "თიბისი" პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ამ პრესტიჟული გამომცემლობების მიერ დაჯილდოვდა პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროში", - აღნიშნა ბანკის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, "თიბისი ბანკის" მიერ 2005 წელს შეთავაზებული VIP საბანკო მომსახურეობა, იყო ერთ-ერთი პირველი ამ ტიპის სერვისი საქართველოს ბაზარზე. "ამ პერიოდიდან დაწყებული ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ბრენდი დაფუძნებული მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და მსოფლიო დონის საუკეთესო გამოცდილებაზე. პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელსაც დღეს ჩვენი VIP, Status და არარეზიდენტი პირების აქტივების მართვის განყოფილებები უძღვებიან, თიბისი ბანკის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ეს არის "თიბისი ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურების საუკეთესო შედეგების სერთაშორისო აღიარება", - განაცხადა ბუცხრიკიძემ

"მადლობა VIP მომსახურების თითოეულ მომხმარებელს, რომლებმაც 10 წლის განმავლობაში გვანდეს საკუთარი აქტივები. მოხარულები ვართ, რომ მათთან ერთად ჩვენ შევძელით დაგვენერგა პერსონალური მომსახურების საუკეთესო პრაქტიკა. ამ მიმართულებით ჩვენ შევეცდებით, დავრჩეთ ლიდერები საქართველოში და მაქსიმალურად ეფექტურად მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს", - აღნიშნა "თიბისი ბანკის" VIP განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატა ხურციძემ.

The Banker და PWM Magazine პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟილდოა მსოფლიოში. გამომცემლობების მიერ ყოველწლიურად ხდება ათობით საუკეთესო ბანკის გამოვლენა პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროში ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით.

ჯილდოს მიზანია შეაგროვოს ბანკების პერსონალური მომსახურების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელები, რათა გამოავლინოს მათ შორის საუკეთესოები. ბანკები ფასდებიან იმ პროგრესისა და ზრდის მიხედვით, რაც მათ საკუთარი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად მიაღწიეს.

03.11.2014 14:38

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>