abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ზურაბ გვასალია - კომერციულ ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის წარმოების შეეზღუდვა პრობლემას არ წარმოადგენს

კომერციულ ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის წარმოების შეეზღუდვა ბანკებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ განუცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები თუნდაც ძველ ნორმატივებზე დავიდეს, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საბანკო სექტორის არაპროფილური აქტივები ამ ნორმატივებს ისედაც არ სცილდებოდა. როგორც ზურაბ გვასალია აცხადებს, ზუსტი და კონკრეტული კომენტარის გაკეთება ახლა რთულია, ვიდრე ეს ყველაფერი ნორმატიულ აქტში არ იქნება გაწერილი.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ბანკებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და არც ეროვნული ბანკი არ გააკეთებს ისეთ ნორმატიულ აქტს, რომელიც ვინმეს შეუქმნის პრობლემას.

"პირიქით, მონდომებაა, რომ ეკონომიკაში ბევრად უფრო უკეთესი სიტუაცია იყოს და საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს. ეს უფრო სამომავლო, პრევენციული ზომებია, ვიდრე დღევანდელი სიტაუაციის დასარეგულირებელი, რადგან დღეს არაფერი არ იყო დასარეგულირებელი. "მ2"-ზე კეთდებოდა აქცენტები იმ დროს, როდესაც დეველოპერულ ბაზარზე სულ 3% უკავია. ვერანაირად ვერ იქნება ის მონოპოლისტი. ეს გადაწყვეტილება არის პრევენციული და თუ ასეთი ტემპებით წავიდა, თუნდაც "მ2"-ის საქმიანობა და ის შეიძლება სადღაც მონოპოლისტი გახდეს, აი, ამისი შეზღუდვა იქნება. "თიბისი ბანკს" საერთოდ ნული აქვს არაპროფილური აქტივები. რომელ ბანკსაც არ უნდა მიადგე, არ არის ეს ისეთი ციფრი, რაზედაც ამდენი ხანია, მიდიოდა გაუმართლებელი ლაპარაკი", -აღნიშნა გვასალიამ.

კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

როგორც ქადაგიძე განმარტავს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც არ არის კლასიკური საბანკო საქმიანობა. ქადაგიძის განმარტებით, ეს შეზღუდვები შეეხება მთლიანად არაპროფილურ ბიზნესს და არ არის საუბარი მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებზე.

"დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც უკავშირდება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობას, ეს დიდი ხნის თემაა და ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია რაც საუბარი მიდის. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ. გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმას, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებს და დეველოპერულ კომპანიებს შორის იყოს ამოწურული და შესაბამისად მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით. არავინ არ აუკრძალავს არც ერთი ბანკის აქციონერს განახორციელოს ინვესტიცია სხვა ინდუსტრიაში, რა ინდუსტრიაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენი მთავარი ამოცანა და მკაფიო ბარიერი იქნება, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, განხილვის ერთ-ერთი თემაა ასევე აეკრძალოთ თუ არა სრულად კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა.

08.10.2014 20:16

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>