abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური განათლება - გამოწვევები და პერსპექტივები“

30 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური განათლება - გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა: „ფინანსური განათლება ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია, ვინაიდან საკუთარი ბიუჯეტის და ფინანსების სწორად დაგეგმვა სწორედ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

კვლევები ადასტურებს პირდაპირ კავშირს ფინანსური განათლების დონესა და მოსახლეობის ვალის ტვირთს შორის. დაბალი ფინანსური განათლების მქონე მოქალაქეებს, როგორც წესი, „ძვირადღირებული“ ქცევა ახასიათებთ, ანუ, კონკრეტული ფინანსური სერვისით სარგებლობის ან პროდუქტის შეძენისას, ისინი არაინფორმირებულ და შესაბამისად, „ძვირ“ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. დღევანდელი კონფერენციის მიზანი პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად იმ ღონისძიებების განსაზღვრაც უნდა იყოს, რომელიც ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული თითოეული ინსტიტუტის ყოველდღიური პასუხისმგებლობა და, უფრო მეტიც, ვალდებულებაცაა. ამ თემაზე ზრუნვა არის ფინანსური სექტორის, ეკონომიკის და ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

კონფერენციის მიზანია სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეხედულებების გაზიარება ფინანსური განათლების პრობლემასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური განათლების დაბალი დონის ნეგატიური ეფექტი მომხმარებლის კეთილდღეობაზე და შედეგად, მისი შესაძლო გავლენა ფინანსურ ინსტიტუტებზე. გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების დაბალი დონის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, დაინტერესებული მხარეების როლი, მათი პასუხისმგებლობა და ა.შ.

კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება ბრიტანელმა და გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა შონ მუნდიმ და ანია დაინცერმა გაუზიარეს. შონ მუნდიმ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო გამოცდილება ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ანია დაინცერმა კი გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის გამოცდილებაზე ისაუბრა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოქმედი კომერციული ბანკების, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

01.10.2014 15:14

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>