abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
აქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა VEGA წარადგინა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის VEGA Startup Lab (VEGA) დაწყების შესახებ განაცხადა. VEGA საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღებას უზრუნველყოფს. საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება, დაარსოს დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა, განპირობებულია ბანკის სურვილით დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სიჯანსაღეს, შესაბამისად ქვეყნის სამომავლო განვითარებას.

VEGA–ს დახმარებით ბიზნესის დაწყება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი სამი თვის განმავლობაში, იდეების ავტორები გადიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსებს, რომელიც საგანგებოდაა მორგებული დამწყები ბიზნესის მართვის საჭიროებებზე და უზრუნვეყოფილი იქნება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბაზაზე. საგანმანათლებლო ეტაპის შემდეგ, დაიწყება იდეის დახვეწის პერიოდი და კომერციულად გამართლებული ბიზნესგეგმის მომზადება. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს, მონაწილეები წარმოადგენენ დეტალურ ბიზნესგეგმას საგანგებოდ შეკრებილი კომისიის წინაშე და შეირჩევა პროექტები, რომლებიც VEGA–სგან საწყის კაპიტალს მიიღებენ. პროექტები, რომლებიც საწყის კაპიტალს მიიღებენ, იმუშავებენ VEGA–ს ოფისში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ პროგრამის სხვა მონაწილეებს, საკუთარი იდეების შემდგომი განვითარების მიზნით და მოემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის – დამატებით კაპიტალის მოძიება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისგან. ჯამში, სამივე ეტაპი 15 თვემდე გაგრძელდება.

როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული საქართველოს ბანკის მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მოახმარენ მონაწილეების მიერ იდეების დამუშავებასა და განვითარებას. დამატებითი კაპიტალის მოძიების ეტაპზე, VEGA უზრუნველყოფს ცნობილი უცხოელი ინვესტორების მოწვევას კაპიტალის მოზიდვის მიზნით.

VEGA ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება, სჯერა საკუთარი თავის და შეუძლია ძირითადი დრო VEGA–ში სწავლასა და იდეის განვითრებას მოახმაროს. VEGA–ში მოსახვედრად, იდეის ავტორმა უნდა ატვირთოს საკუთარი იდეა ვებგვერდზე www.vegalab.ge, ნებისმიერი ფორმით. ყველაზე საინტერესო იდეების ავტორები მოწვეული იქნებიან მათი ჩანაფიქრის წარსადგენად კომისიის წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტის VEGA–ში მონაწილეობაზე. სულ განიხილება 50-მდე მონაწილის მიღება.

VEGA უზრუნველოყოფს ყველა იდეის კონფიდენციალურობას. ამასთან, იდეების დაცულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ თითოეული ჩანაფიქრი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იდეის ავტორის მონაცემებზე, მის უნიკალურ ცოდნასა და უნარებზე, ანუ იმ ატრიბუტებზე, რომლის კოპირებაც ფაქტიურად შეუძლებელია.

დამატებითი ინფორმაციისთვის VEGA–ს შესახებ, ეწვიეთ: www.vegalab.ge

04.07.2014 12:20

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>