abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" შშმ პირთა ღია კარის პრინციპით დაფინანსებას იწყებს

"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად ღია კარის პრინციპით დაფინანსებას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი", შშმ პირთა მხარდაჭერის მიზნით, ღია კარის პრინციპით დაფინანსების დაწყების შესახებ აცხადებს. ფონდის ახალი ინიციატივის მიზანია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული შშმ ადამიანების აღმოჩენა და მათი ნიჭის განვითარებისა და წარმოჩენის ხელშეწყობა.

"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" ღია კარის პრინციპით დაფინანსების ფარგლებში, ნიჭიერი შშმ პირების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, ნიჭიერი შშმ პირის ისტორია გააზიაროს ფონდის სოციალური პროექტების facebook-ის გვერდზე: სიცოცხლის ხე. შშმ პირის შესახებ მოთხრობილი მოკლე ისტორია უნდა ახდენდეს განსაკუთრებული ნიჭის დემონსტრირებას. ისტორიას გაეცნობიან "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდში" და განიხილავენ დაფინანსების შესაძლელობას. დაფინანსება მიმართული იქნება ისტორიაში მოყვანილი ადამიანის ნიჭის წარმოსაჩენად.

ღია კარის პრინციპით პირველი დაფინანსება შედგა 2014 წლის აპრილში. ფონდმა წიგნად გამოსცა, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირის 24 წლის მაკა ნათელაურის მოთხრობების პირველი კრებული სახელწოდებით - "სინათლის სვეტი". მაკა, რომელსაც შეზღუდული აქვს კიდურების მოძრაობის და მეტყველების შესაძლებლობა, საკუთარ მოთხრობებს თავზე მიმაგრებული მოწყობილობის მეშვეობით წერს.

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მაკა ნათელაურის წიგნის მიღება და შშმ ადამიანების ნიჭის ხელშეწყობაში მონაწილეობის მიღება. ამისთვის, საკმარისია მომხმარებელი ეწვიოს "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვისცენტრს, გააკეთოს 5 ლარის შემოწირულობა ანგარიშის ნომერზე: GE07BG0000000798769300GEL და სერვისცენტრშივე მიიღოს საჩუქრად მაკა ნათელაურის წიგნი. შემოწირულობით შემოსული თანხის ნაწილი მიემართება მაკა ნათელაურის მხარდასაჭერად, ნაწილი კი მოხმარდება ნიჭით დაჯილდოებულ სხვა შშმ პირებს. ღია კარის პრინციპით დაფინანსებისთვის, ფონდი ყოველკვარტალურად 15,000 ლარს გამოყოფს.

"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, ასევე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.tree.ge. ნიჭიერი შშმ პირების შესახებ ისტორიების გაზიარება კი ვებგვერდზე facebook.com/სიცოცხლის ხე.

24.04.2014 14:09

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>