abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
„თიბისი ბანკმა“ ახალი იპოთეკური სესხი გამოიტანა

„ლისი ვერანდას“ ტერიტორიაზე თიბისი ბანკისა და „ლისი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა.

ეს არის თიბისი ბანკის ახალი იპოთეკური სესხი, რომელიც შემუშავდა სპეციალურად „ლისი დეველოპმენტის“ კლიენტებისათვის და რომლის საპროცენტო განაკვეთი 0-დან 8,44%-მდეა. კერძოდ, სესხი უპროცენტოა 15 თვის ვადის შემთხვევაში, ხოლო 5–წლიან სესხის წლიური პროცენტი სტანდარტულზე ბევრად დაბალი, 8.44%-ია.

„ლისი ვერანდა“ ლისის ტბასთან ახლოს, გოძიაშვილის ქუჩის მიმდებარედ („112“-ის შენობის უკან) მდებარეობს. ეს არის სრულიად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა დასახლების კონცეფცია, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და თანამედროვე დახვეწილი არქიტექტურით.

„ლისი ვერანდა“ 355 ჰექტარზე გაიშლება. შენობები მწვანე ტერიტორიის მხოლოდ მესამედს დაიკავებს, დანარჩენი კი უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება.

„ლისი ვერანდა“ განსაკუთრებულია კლიმატური პირობებით, თერმული წყლებით და თვალწარმტაცი ხედებით მთელ თბილისზე. საცხოვრებელი კომპლექსის ყველა ფანჯრიდან თბილისის ან ლისის ტბის უნიკალური ხედები იშლება. ამას განაპირობებს დაგეგმარების პრინციპი - განაშენიანების დაბალი სიმჭიდროვე და არაუმეტეს 4 სართულის სიმაღლის შენობები. აქვეა ახლად აშენებული იპოდრომიც.

„ლისი ვერანდა“ კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ პროექტია. ის საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ასეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს. კომპანიის მიზანია თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა და სრულიად ახალი, ეკოლოგიური, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება.

„ლისი ვერანდაზე“ საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპი შენდება: 1. დაბალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; 2. "თაუნჰაუსები" - საქართველოში სრულიად ახალი სტილის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საკუთარი ეზოთი; 3. ვილა ინდივიდუალური პროექტითა და საკუთარი ეზოთი. პროექტი ასევე მოიცავს 4000 მ2-ის ფართობის პარკს, საცურაო აუზს და ფიტნეს დარბაზს. საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება 24 საათიანი დაცვა და კონსიერჟი.

ამ ეტაპზე დასრულებულია 120 ზე მეტი ბინის, 16 თაუნჰაუსის და 2 ვილის მშენებლობა. მიმდინარეობს 19 დუპლექსის სტილის და 8 სტუდიოს ტიპის ბინების მშენებლობა. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2014 წლის მაისში დაიწყება, ითვალისწინებს 48000 მ² ის მშენებლობას და გულისხმობს 260 საცხოვრებელ ერთეულს.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამშენებლო მასალების ხარისხს, მათ ეკოლოგიურ თვისებებსა და ენერგოდამზოგავ მონაცემებს.

22.04.2014 18:50

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>