abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საბანკო სექტორში მომსახურების ახალი ფორმა - ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა

საბანკო სექტორში დღეიდან მომსახურების ახალი ფორმა - ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა.

პროექტს საწყის ეტაპზე "პროკრედიტ ბანკი" შეუერთდა, რომლის ფილიალში აღმაშენებლის გამზირზე, პირველი საბანკო ოპერაცია ელექტრონული ხელმოწერით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შეასრულა.

ქადაგიძემ განაცხადა, რომ ელექტრონული ხელმოწერის მთელი არსი ამ პროცედურის სიმარტივეში, სისწრაფესა და უსაფრთხოებაში მდგომარეობს.

"ჩვენ დღეს პირველად გავუშვით ელექტრონული ხელმოწერა, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. ეს ნიშნავს მომხმარებლისთვის ნაკლებ დროს, სისწრაფესა და უსაფრთხოებას, ხოლო ბანკებისთვის მეტ ეფექტურობას და პროდუქტიულობას. დღეს ჩვენ ვიწყებთ სალაროს ქვითრების, დღიური საბუთების და ქაღალდის უზარმაზარი არქივების ეპოქის დასასრულს", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მხარაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და სერვისების განვითარების სააგენტოს და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე ელექტრონული ხელმოწერის სისტემაზე საქართველოს საბანკო სექტორი სრულად გადავა. მან ასევე მიულოცა "პროკრედიტ ბანკს" ინოვაციური პროექტის დანერგვაში პიონერობა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მთელი საბანკო სექტორისთვის წარმატებულია.

"პროკრედიტ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა საშა ტერნესმა განაცხადა, რომ ელექტრონული ხელმოწერა საქართველოს საბანკო სფეროსთვის ინოვაციაა, რომელიც ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით დაინერგა.

"მოხარული ვართ, რომ "პროკრედიტ ბანკის" კლიენტები იქნებიან პირველები, ვინც ამ თანამედროვე მომსახურებით ისარგებლებენ. პროექტის მნიშვნელობას მისი ეკოლოგიური ხასიათიც განაპირობებს. ყოველდღიურად, საბანკო დოკუმენტებზე ხელმოწერისას უამრავი ქაღალდი იხარჯება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ხე-ტყის გაჩეხვაზე. ხელმოწერილი ქვითრები კი მომსახურების შემდეგ ხშირ შემთხვევაში უსარგებლო ხდება. ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით ქაღალდის მოხმარება საგრძნობლად შემცირდება და ამით ჩვენ წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის საკითხში. გარდა ამისა, მომხმარებელს არ მოუწევს ხელმოწერილი ქვითრის შენახვა, რადგან ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებისას მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დოკუმენტის ელექტრონული დედანის მიღება,” - აღნიშნა ტერნესმა.

"პროკრედიტ ბანკში" ელექტრონული ხელმოწერის დანერგვასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სამადაშვილიც დაესწრო.

12.02.2014 16:23

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>