abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
თიბისი ბანკისა და IFC-ის ინოვაცია - საგანმანათლებლო ვებპორტალი ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

თიბისი ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებპორტალი (SME Toolkit) წარუდგინეს.

ვებპორტალის შექმნის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ეკონომიკის ზრდას წაახალისებს.

საგანმანათლებლო ვებპორტალში, რომელიც IFC -ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა, თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება, ბიზნესის დაწყების ეტაპიდან მისი გაფართოების ჩათვლით.

ვებპორტალი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე, ვებ-მისამართზე www.tbcbusiness.ge, ქართული ბაზრის თავისებურებებს ითვალისწინებს და მეწარმეებს პრაქტიკული რჩევებითა და კონსულტაციებით დაეხმარება ბუღალტერული აღრიცხვის, ფინანსების მართვის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

მცირე და საშუალო ბიზნესის საგანმანათლებლო ვებ-პორტალი თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის - „7 ნაბიჯი წარმატებისკენ” - ახალი კომპონენტია. ეს პროგრამა მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ 7 სხვადასხვა კომპონენტს. მათ შორის, უფასო ტრენინგებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომელიც რამდენიმე თვეა წარმატებით ხორციელდება; ინტერნეტ ბანკს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სერვისად იქნა აღიარებული. მესამე კომპონენტი, რომელიც გუშინ ამოქმედდა, საგანმანათლებლო ვებპორტალია. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და თიბისი ბანკი, ჯამში, 7 სიახლეს შესთავაზებს მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს, რომლებიც მათ ბიზნესის წარმატებაში დაეხმარება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი თიბისი ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რადგან ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,” - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ - „ეს ვებპორტალი კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე, რომელიც კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს. ეს სტრატეგია არა მარტო გაამყარებს ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას მცირე და საშუალო ბიზნესთან, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.”

„ეს პირველი საგანმანათლებლო ვებპორტალია, რომელიც ევროპის საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობით შევქმენით. ეს IFC -ის იმ საქმიანობის ძირეული ნაწილია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დაგროვილი ცოდნის სხვადასხვა რეგიონში კერძო კომპანიებისთვის გაზიარებას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, კერძო კომპანიების გაფართოებას, მათ ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა IFC -ის ბიზნესის მდგრადი განვითარების საკონსულტაციო პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პატრიკ ლუტერნაუერმა.

IFC -ის ვებ-პორტალი, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, უცხოეთში 2002 წელს შეიქმნა. ამჟამად იგი 40-ზე მეტ ქვეყანაში 17 ენაზეა ხელმისაწვდომი. დღემდე მას მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონამდე ადამიანი გაეცნო.

IFC, რომელიც თიბისი ბანკის აქციონერია 2000 წლიდან, ამ ბანკთან 1998 წლიდან თანამშრომლობს.

ვებპორტალს საქართველოში მხარს უჭერენ ისეთი წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა PwC, Ernst &Young, BDO, LeavingStone, მართვის აკადემია, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

13.12.2013 18:01

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>