abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
CITI–ი, OPIC–ი და „საქართველოს ბანკი“ საქართველოში მიკროდაფინანსების ზრდას 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსით უწყობენ ხელს

Citi–იმ, “საზღვარგარეთულმა კერძო საინვესტიციო კორპორაციამ” (OPIC) და „საქართველოს ბანკმა“ 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებაზე შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადეს, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მიკროსესხების პორტფელის ზრდაზე იქნება მიმართული და მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებს ხელს შეუწყობს, საქართველოში დაფინანსებაზე წვდომა მიიღონ.

როგორც ბანკში აცხადებენ, ხსენებული ფინანსური რესურსი, საქართველოში მიკროსესხების და კრედიტებისთვის Citi–სა და OPIC–ის მიერ ერთობლივად გამოყოფილი პირველი დაფინანსებაა და Citi–სა და OPIC–ის ერთობლივი გლობალური ინიციატივის ნაწილია, რომელიც განვითარებად ბაზრებზე მიკროდაფინანსების მხარდაჭერაზეა მიმართული.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა Citi–სა და OPIC–თან თანამშრომლობით გამოვყოთ მეტი დაფინანსება მცირე ბიზნესისთვის საქართველოში. ახლადმიღებული დაფინანსება კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ბანკის კონკურენტუნარიანობას მიკროდაფინანსების სექტორში, რომელიც ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის სასესხო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხსენებული დაფინანსება ასევე ხელს შეუწყობს ბანკს, კიდევ უფრო გაზარდოს მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

„გაზრდილ წვდომას დაფინანსებაზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის აქვს პოტენციალი დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური ზრდა და გააფართოვოს ფინანსური ჩართულობა მათთვის, რომელიც რჩება ეკონომიკური მეინსტრიმის მიღმა,“- განაცხადა სტივ დონოვანმა, Citi–ს რეგიონალურმა აღმასრულებელმა, ხაზინისა და ვაჭრობის მომსახურების დარგში, შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ხსენებული ტრანზაქცია ხაზს უსვამს და განამტკიცებს Citi–სა და OPIC–ის საერთო მიზანს, გაუხსნან შესაძლებლობები განვითარებად და ჩამოყალიბებულ მცირე ბიზნესებს, რომ მათ მიიღონ წვდომა კაპიტალზე როგორც სტარტაპისთვის, ისე შემდგომი განვითარებისთვის.

„მცირე ბიზნესი ფუნდამენტალურია ეკონომიკური ზრდისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა საჭირო დაფინანსებაზე ოპერაციების გასაფართოვებლად“,- განაცხადა OPIC–ის პრეზიდენტმა და აღმასრულებლემა დირქტორმა ელიზაბეთ ლ. ლიტელფილდმა.

„OPIC–ის Citi–სთან ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგად, დაფინანსება მიეწოდა ათასობით მიკრო და მცირე ბიზნესს იმ რეგიონებში, სადაც ფინანსური სექტორიდან არ მოდის საკმარისი მხარდაჭერა და ჩვენ მოხარული ვართ განვავრცოთ იგივე პარტნიორობა საქართველოზე.“

OPIC–თან წარმატებული თანამშრომლობით, ამ დრომდე Citi–ს გაცემული აქვს 360 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება 40 მიკროსაფინანსო ინსტიტუტისთვის, 22 ქვეყანაში. შედეგად, გაწვდა 975,000–ზე მეტ მსესხებელს, რომელთა დაახლოებით 91% ქალია. Citi–ის მიერ ფინანსური ჩართულობის უზრუნველყოფა ინოვაციის, ლიდერობით წამოწყებაში და კლიენტთა ფინანსური შესაძლებლობების ზრდით, ფართოდ აღიარებულია. Citi–იმ მიიღო უმაღლესი ჯილდო საერთაშორისო კატეგორიაში „ბიზნესი საზოგადოებაში 2012 წლის წარჩინების დაჯილდოებაში“, „მიკროდაფინანსების ზრდისთვის ფინანსური ჩართულობის მისაღწევად“ Citi–ისა და OPIC–ის პარტნიორობა დისტრიბუციის ახალი მოდელების შემუშავებაში, განვითარებადი ბაზრების მიკრო ბიზნესის მფლობელების მხარდასაჭერად.

Citi Microfinance ემსაუხრება 140–ზე მეტ მიკროსაფინანსო ინსტიტუტს, ქსელსა და ინვესტორს, როგორც კლიენტებსა და პარტნიორებს 40 ქვეყანაში, პროდუქტებითა და მომსახურებით, რომელიც მოიცავს დაფინანსებას, წვდომას კაპიტალის ბაზრებზე, ტრანზაქციების სერვისებს, ჰეჯირებას გაცვლითი კურსის რისკის წინააღმდეგ, საკრედიტო და შემნახველ მომსახურებას, ფულად გზავნილებსა და დაზღვევის პროდუქტებს, ფინიანსურ პროდუქტებზე წვდომის გასაზრდელად იქ, სადაც ეს აკლიათ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.citi.com/citi/microfinance

15.11.2013 14:25

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>