abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის სერვისი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს

აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ, ჟურნალ Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი დასახელდა, როგორც „მსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემის მქონე ინტერნეტ ბანკი“. ამავე დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკმა მეორე ნომინაციაშიც გაიმარჯვა - იგი დასახელდა „მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად“.

ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარება დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ ჰქონია. Global Finance-ის კონკურსის გამარჯვებულთა სიაში თიბისი ბანკი მოხვდა ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული ბანკების გვერდით, როგორებიცაა Citi, HSBC, Standard Chartered, Garanti Bank, Scotiabank და სხვა.

„ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემისგან. დღევანდელი წარმატება იმას ნიშნავს, რომ თიბისი ბანკმა შექმნა არა მარტო რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი, არამედ ის გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბითაც. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, შევინარჩუნოთ პირველობა ბაზარზე, პროგრესისა და ინოვაციის თვალსაზრისით“, - ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Global Finance-ის ინტერნეტ ბანკის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში და ის უკვე მე-14 წელია ავლენს ონლაინ საბანკო სერვისების წამყვან, საუკეთესო პროვაიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღემდე თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკს 9 საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ცოტა ხნის წინ Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა, შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი საქართველოში (2012, 2013)

საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (2013)

საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (2012, 2013) ვარანაკლები წარმატება ხვდა იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკსაც, რომელიც Global Finance-ის მიერ დაჯილდოვდა ორ ნომინაციაში:

საქართველოში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის (2013)

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინტეგრირებული ვებ-გვერდი (2013).

ნიუ-იორკში გამართული დაჯილდოებაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან მონაწილეობდა 250 ბანკი. თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი წარდგენილი იყო, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ონლაინ სერვისი.

დღეისათვის თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი კორპორატიული კლიენტების 36%-ს შეადგენს, რაც ასევე დინამიურად მზარდი მაჩვენებელია.

15.11.2013 14:14

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>