abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
„ბაზის ბანკს“ ბიზნესზე ორიენტირებული პროდუქტი გამოაქვს

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა და ბაზის ბანკს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც აღნიშნული ბანკისთვის 6 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზის გამოყოფას ითვალისწინებს.

,,შავის ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საკმაოდ კარგი და ბიზნესზე ორიენტირებული საკრედიტო პროდუქტი“ – აცხადებს ცაავა.

მისივე თქმით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ბაზის ბანკი ყველა იმ იურიდიულ პირს, რომელიც აღნიშნული ბანკის კლიენტია და ექსპორტ–იმპორტის ოპერაციებშია ჩართული, შესაძლებლობას აძლევს ერთ–ერთ ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთში მიიღონ სესხი. ცაავას განმარტებით, ეს იქნება დოლარში ნომინირებული სესხები, რომლის განაკვეთიც ლიბორს პლუსს 9,5 % – დან დაიწყება. ,,ეს მისცემს ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას, უფრო სარფიანი გარიგებები განახორციელონ საკუთარ ბიზნესში,“ – აცხადებს ცაავა.

მისივე თქმით, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბანკმა საკუთარი მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახის სიახლეები შეთავაზება გადაწყვიტა. კერძოდ კი:

ლეიდი ქარდი –50% –მდე ფასდაკლება 40–ზე მეტ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში.

,,რამდენიმე თვის წინ ჩვენ ბაზარზე ახალი საკრედიტო ბარათი წარმოვადგინეთ ქალბატონებითსთვის. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ მას აქვს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი – 60 დღე. დღეს კი მისი პირობები გავაუმჯობესეთ და ბაზის ბანკის მომხმარებელ ქალბატონებს აქვთ შესაძლებლობა 40–მდე ექსკლუზიურ ობიექტში 5–50%–მდე ფასდაკლებით ისარგებლონ, ანუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, არამარტო უპრეცედენტოდ ისარგებლონ კრედით ქარდით, არამედ 50%–მდე ფასდაკლებაც მიიღონ,“ – აცხადებს ცაავა.

მისივე თქმით, სიახლეები შეეხება მათ კიდევ ერთ პროდუქტს მეგო ბარათს.

კერძოდ, 12 ნოემბრიდან მეგობარათის წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%–დან 10 %–მდე შემცირდება. „დღეიდან ყველა ჩვენს მომხმარებელს ნაცვლად 15 %–ისა დაერიცხება 10%. ბარათი რჩება უფასო და მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ერთთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ, ასევე მიიღონ თითოეულ დახარჯულ ლარზე უფასო sms-ები და წუთები მობილურ ოპერატორებთან,“ – განმარტავს ცაავა.

ამასთან ცვლილებები შეეხება სამომხმარებლო სესხსაც და 12 ნოემბრიდან წლის ბოლომდე „ბაზის ბანკის“ მომხმარებელს 12 %–დან შეეძლებათ სესხის მიღება. ხოლო ის კლიენტები, ვინც ბანკის სახელფასო პროექტში არიან ჩართულები, სესხს ფიქსირებულ 12 %–ში მიიღებენ.

ცაავას განცხადებით, ბანკმა ახალი იპოთეკური სესხი შეიმუშავა, რომელსაც ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ექნება და დაკავშირებული იქნება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთთან იქნება.

,,დღეის მდგომარეობთ რეფინანსირების გათვალისწინებით მისი სარგებელი დაიწყება 7, 77 % დან, ეს არის 15 წლამდე სესხები, რომელთა მიღებაც შეუძლია მომხმარებელს,“ – აცხადებს ცაავა.

ცნობისთვის: შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ბაზის ბანკს საკრედიტო ხაზი უკვე მეორედ გამოუყო. პირველად კი BSTDB-მ აღნიშნული გადაწყვეტილება 2012 წლის 2 მარტს მიიღო და ბანკს 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზი გამოუყო ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით.

15.11.2013 14:11

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>