abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ლიბერთი ბანკმა სადეპოზიტო სერთიფიკატი გამოუშვა

სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლის ფარგლებშიც კლიენტი ანთავსებს დანაზოგს ბანკში გარკვეული ვადით (ამით ყიდულობს სადეპოზიტო სერტიფიკატს), რაზეც მას ერიცხება მაღალი საპროცენტო სარგებელი ლიბერთი ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს ორი ტიპის სადეპოზიტო სერტიფიკატს - საპროცენტო და დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია ლარში და აშშ დოლარში. მისი ნომინალური ღირებულებაა მინიმუმ 1,000 ლარი / აშშ დოლარი, ხოლო მაქსიმალური შეუზღუდავია.

სადეპოზიტო სერტიფიკატით სარგებლობისას შესაძლებელია ანაბრებს შორის ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელის მიღება 14%-დან 18-%მდე წლიური საპროცენტო სარგებელი ლარში 6.50%-დან 11.75%-მდე წლიური საპროცენტო სარგებელი აშშ დოლარში სადეპოზიტო სერტიფიკატი იძლევა ხანგრძლივი პერიოდით მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღების შესაძლებლობას სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია 60 თვემდე ვადით. შესაბამისად უფრო ხანგრძლივი ვადით, ვიდრე სტანდარტული ვადიანი ანაბრის გახსნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტია სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა, მით უფრო ხანგრძლივად იღებს კლიენტი მაღალ საპროცენტო სარგებელს

შესაძლებელია სადეპოზიტო სერტიფიკატის ნებისმიერ დროს გასხვისება სხვა პირზე სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი სხვა პირზე და მიუხედავად ამისა მიიღოს მაღალი საპროცენტო სარგებელი სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს თუ დაჭირდა თანხა, მაგრამ სურს, რომ შეინარჩუნოს სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომელზეც ერიცხება მაღალი საპროცენტო სარგებელი, მას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს იაფი კრედიტით (ლარში) სადეპოზიტო სერტიფიკატის უზრუნველყოფით.

კრედიტის წლიური პროცენტი შეადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიურ საპროცენტო განაკვეთს +1.00% სადეპოზიტო სერტიფიკატის როგორც დისკონტური, ასევე საპროცენტო შეძენა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის მიერ მისი გამოსყიდვის უფლებით ან აღნიშნული უფლების გარეშე ბანკი არ არის ვალდებული გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი კლიენტისგან (მათ შორის, როდესაც კლიენტს სურს მისი გაყიდვა), მაგრამ თუ კლიენტი სარგებლობს ისეთი სადეპოზიტო სერტიფიკატით რომელზეც ვრცელდება ბანკის მიერ მისი (სერტიფიკატის) გამოსყიდვის უფლება – ლიბერთი ბანკს აქვს უფლება გამოისყიდოს აღნიშნული სერტიფიკატი მისი შეძენიდან 24 თვის შემდეგ ნებისმიერ დროს. თუ ბანკი, გამოსყიდვის უფლების გამოყენებით განახორციელებს სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვას, კლიენტს ჩაერიცხება სერტიფიკატის გაყიდვიდან მიღებული თანხა და დამატებითი საპროცენტო სარგებელი, რომელიც გამოითვლება წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით ;

სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშის საბაზისო პაკეტი და საკრედიტო ბარათი მეჯიქ ქარდი

17.09.2013 13:38

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
„ლიტერატურული კონკურსი “საბა” – 2009 დაიწყო
05.02.2009 12:44

თიბისი ბანკი აცხადებს ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსს “საბა”, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება. წლევანდელ კონკურსზე მოხდება გასული, 2008 წლის ლიტერატურული პროდუქციის შეფასება.

პროკრედიტ ბანკმა კატალოგის “ProArt” პრეზენტაცია გამართა
29.12.2008 13:02

22 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პროკრედიტ ბანკმა კატალოგის “ProArt” პრეზენტაცია გამართა. კატალოგში შესულია ქართველ ფერმწერთა ნამუშევრები

ბანკ “რესპუბლიკის” უნივერსალურ საბანკო პროდუქციასა და საუკეთესო მომსახურებას ზესტაფონის მოსახლეობაც მიიღებს
29.12.2008 12:51

გრძელდება ბანკ "რესპუბლიკის” ქსელის განვითარების სტრატეგია. 19 დეკემბერს, იმერეთში ბანკის მეორე ფილიალი გაიხსნა

სასარგებლო ანაბარი – ყველა უპირატესობა ერთ ანაბარში
23.12.2008 13:40

დღეიდან ბაზისბანკში განთავსებულ ანაბარს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ბანკი მენაბრეებს კიდევ მრავალ სასარგებლო სიახლესა და ხელსაყრელ პირობას სთავაზობს...

ოქროს ანაბარი – თქვენი დანაზოგი ოქროს გარანტიით
22.12.2008 13:43

თიბისი ბანკი მომხმარებელს ახალ, უნიკალურ ვადიან ანაბარს – ოქროს ანაბარს სთავაზობს. ოქროს ანაბრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თიბისი ბანკი ანაბრის დამატებით საიმედოობას შეძენილი ოქროთი უზრუნველყოფს

სს. სახალხო ბანკმა "პოზიტივის" აქციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
10.11.2008 11:56

 4 ნოემბერს სახალხო ბანკმა ანაბრების აქციაში "პოზიტივი" გამარჯვებული მეანაბრეები გამოავლინა და იმ 500 საჩუქრიდან, რომელიც გათამაშების ფარგლებში თამაშდება, საჩუქრები გადასცა

პროკრედიტ ბანკის განვითარება და სტრატეგია
10.11.2008 11:45

2008 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ შტეფან ბოვენმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა პრესკონფერენცია გამართეს.

თიბისი ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო
27.10.2008 16:34

თიბისი ბანკმა და OPIC-მა (უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცია) ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად თიბისი ბანკი დამატებით ფინანსურ რესურსს მიიღებს 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით

ბანკმა "რესპუბლიკამ" მხოლოდ ერთი დღით, 25 ოქტომბერს, თბილისობას, ავტოგანვადების სპეციალური პირობები შესთავაზა ახალი მანქანის შეძენის მსურველებს.
27.10.2008 12:40

25 ოქტომბერს, თბილისობას, ავტოჟურნალ "აუტო ბილდის" და თბილისის მერიის ორგანიზებით ვარდების მოედანზე გაიმართა ავტოშოუ – ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა–გაყიდვა.

ბანკი “რესპუბლიკა” თელავში ფილიალს ხსნის
04.10.2008 15:45

3 ოქტომბერი, 2008. ბანკი “რესპუბლიკა” დღეს თელავში, მარჯანიშვილის #4-ში ფილიალს ხსნის, ბანკი კვლავ აგრძელებს საცალო საბანკო მიმართულების გაძლიერებას და ხსნის ახალ ფილიალს აღმოსავლეთ საქართველოში...

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>