abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საქართველოს ბანკი ჩივნინგ პროგრამის პარტნიორი გახდა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ჩივნინგის პროგრამის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ მიღებას უმასპინძლა. ამავე მიღებაზე მან გააცილა და წარმატება უსურვა იმ სტუდენტებს რომლებიც 2013/2014 სასწავლო წელს ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.

ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა კიდევ ერთი მიზეზის გამო ჰქონდა. ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი უნიკალურ პარტნიორობას ჩივნინგის პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკი სრულად დააფინანსებს სამ სტიპენდიანტს დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, მომავალ სასწავლო წელს (2014-2015).

ღონისძიება ჩატარდა დიდი ბრიტანეთის საელჩოში და მას ესწრებოდნენ ჩივნინგის კურსდამთავრებულები, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა თქვა: „ მე მოხარული ვარ ვუმასპინძლო წარმატებულ სტუდენტებს რომლებიც ცოტა ხანში გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად. ჩივნინგის პროგრამა საოცარ შესაძლებლობებს აძლევს ბევრ ადამიანს მთელ მსოფლიოში და მე ბედნიერი ვარ რომ საქართველოში ის აგერ უკვე 17 წელია წარმატებით ვითარდება. წელს ჩვენ ჩივნინგის პროგრამის 30 წელს ავღნიშნავთ და იმედი გვაქვს რომ ჩივნინგის სტიპენდიები კვლავაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს მოიზიდავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ვინაიდან ჩვენ ხელს ვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ბანკთან. საქართველოს ბანკი მხარს დაუჭერს კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ადამიანს მეტი სარგებელი მიიღოს ამ სქემიდან“.

“მოხარული ვარ, გამოვაცხადო საქართველოს ბანკის მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოდან სტუდენტების მხარდაჭერას, ვისაც სწავლის გაგრძელება სურს დიდ ბრიტანეთში. საქართველოს ბანკი დაუკავშირდა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიების პროგრამას, რათა ხელი შეუწყოს მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში ერთი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი გახდა ჩივნინგის საპარტნიორო სქემის მონაწილე პირველი ქართული კომპანია, რომელიც საშუალებას მიცემს სტუდენტებს საქართველოდან მიიღონ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის განათლება. მჯერა, რომ განათლება არის უკეთესი მომავლის საწინდარი არამარტო ცალკე აღებული მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ხსენებული პარტნიორული სქემის მხარდაჭრით, საქართველოს ბანკი შესაძლებელს ხდის ორჯერ მეტი სტუდენტი წავიდეს საქართველოდან დიდ ბრიტანეთში სხვდასხვა სფეროში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა პოტენციურ აპლიკანტს და მადლობა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში, საქართველოს ბანკის ინიციატივის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

ჩივნინგის შესახებ:

ჩივნინგის სტიპენდიების სქემა არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამა რომელიც ფინანსდება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციების მიერ. 2013 წელს პროგრამას რომელიც 1983 წელს დაარსდა 30 წელი უსრულდება.

ამ პერიოდში იგი მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სქემად ჩამოყალიბდა. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან და მხოლოდ ამ წელს მსოფლიოს მასშტაბით 600 სტიპენდიანტი იქნება. ჯამში მსოფლიოში 42 000 ჩივნინგის კურსდამთავრებულია და ისინი მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და პატივსაცემ გლობალურ ქსელს წარმოადგენენ. 2014/2015 წლის ჩივნინგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

· იყოთ საქართველოს მოქალაქე და დაბრუნდეთ საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ · გქონდეთ დიპლომი რომელიც ექვივალენტი იქნება ბრიტანული მაღალი წარჩინების დიპლომის · გქონდეთ ინგლისური ენის ცოდნის ის დონე რა ჩივნინგისთვის არის მინიმალური · ჩივნინგის პროგრამაზე შემოტანამდე ქონდეთ მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება · გქონდეთ საშუალება რომ მოიპოვოთ სწორი ტიპის სამგზავრო ვიზა და მიიღოთ მოწვევა ბრიტანული უნივერსიტეტიდან

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: www.chevening.org/georgia

17.09.2013 13:25

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>