abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
IFC ხელს უწყობს ბანკ "რესპუბლიკას” გაზარდოს იპოთეკური სესხების გაცემა საქართველოში

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ხელს უწყობს ბანკ "რესპუბლიკას”, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრს, გაზარდოს იპოთეკური სესხების გაცემა და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურება და პროდუქტები საქართველოში.

IFC ბანკ "რესპუბლიკას” გამოუყოფს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10 წლიან სესხს, რაც ხელს შეუწყობს ბანკს იპოთეკური დაკრედიტების პროგრამის გაფართოებაში. ეს ინვესტიცია საქართველოში მაღალიხარისხიან საცხოვრებელ სახლებზე მზარდი მოთხოვნის დააკმაყოფილებასა და იპოთეკური ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ბანკი "რესპუბლიკა”, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და დინამიური ბანკია, უკვე დიდი ხანია იპოთეკურ სესხებს სთავაზობს თავის კლიენტებს,” განაცხადა ბანკ "რესპუბლიკის” გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა. "ეს ახალი ხელშეკრულება IFC-სთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენი პარტნიორია, საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს გავუადვილოთ უძრავი ქონების შეძენა და ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობებით ისარგებლონ.”

მაღალხარისხიანი საცხოვრებელი სახლების შეძენა განვითარებად ქვეყნებში ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. იპოთეკური სესხების პროგრამები ხელს უწყობს ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ დაფინანსება ხშირად შეზღუდულია. IFC მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში უფრო ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი საფინანსო რესურსი.

"გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვა ხშირად არც თუ ისე ადვილია,” განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა. "ეს გრძალვადიანი სესხი IFC-ის მიერ საქართველოს საბანკო სექტორის სისტემური მხარდაჭერის ნაწილია. პროექტი იპოთეკურ სესხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ბევრი მსესხებლის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.”

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში 656 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში. IFC-ის ინვესტიციებმა ასევე ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC–ის საკონსულტაციო პროექტები კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

IFC-ის შესახებ

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა წვლილი შევიტანოთ უკიდურესი სიღარიბის დაძლევაში და კეთილდღეობის ამაღლებაში.

2013 ფინანსურ წელს, ჩვენმა ინვესტიციებმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენმა საქმიანობამ ხელი შეუწყო კერძო სექტორს სამუშაო ადგილების შექმნაში და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org

06.09.2013 18:00

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>