abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ფინკა საქართველომ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო

2013 წლის 6 აგვისტოს ფინკა საქართველომ (რომელიც იყო საქართველოს ბანკების ასოციაციის წევრი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) მიიღო საბანკო საქმიანობის ლიცენზია და შესაბამისად გახდა საბანკო ასოციაციის მე-20 წევრი ბანკი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ფინკა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის (FINCA Microfinance Holdings) წევრია, ჰოლდინგში FINCA International Inc. პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

ფინკა მიკროსაფინანსო ჰოლდინგი მსოფლიოს 22 ქვეყანაში მართავს როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სტატუსის მქონე ფინანსურ ორგანიზაციებს და მსოფლიო მასშტაბით 1 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს ფინანსურ მომსახურებას. სს ფინკა ბანკი საქართველო გააგრძელებს იმ სოციალური მისიის შესრულებას, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო ასრულებდა - სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე ბიზნესის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით დაბალშემოსავლიანი მეწარმეების ფინანსური მომსახურებით უზრუნველყოფა.

ფინკა ბანკი საქართველო, მრავალ სიახლეს შესთავაზებს თავის მომხმარებლებს და გააფართოვებს მომსახურების გეოგრაფიულ არეალს, რათა საბანკო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ვერ იღებს სრულფასოვან საბანკო მომსახურებას.

ფინკა ბანკი საქართველო გააგრძელებს იმ სოციალური მისიის შესრულებას, რასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ასრულებლდა.

2012 წლის ბოლოს ფინკა საქართველოს კლიენტების 87% რეგიონების მოსახლეობა იყო (უმრავლესობა სოფლის მკვიდრნი). ფინკა ბანკის სტრატეგიული ამოცანები იქნება:

შეინარჩუნოს წამყვანი პოზიცია ბაზარზე მიკროსაფინანსო სეგმენტებში;

გააქტიუროს მუშაობა სოციალური მისიის განხორციელების კუთხით;

ინოვაციური სადეპოზიტო და საკრედიტო პროდუქტების შექმნა და დანერგვა.

მომსახურების ქსელის გაფართოვება ქვეყნის მასშტაბით, გეოგრაფიულად ყველაზე შორეულ ქალაქებსა და სოფლებში მომსახურების შეთავაზება.

უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს ბაზარზე 15 წლიანი მუშაობის შედეგად ფინკა საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ყველა რეგიონში დაკრედიტების კულტურის ჩამოყალიბებაში. შემდგომ ეტაპზე ორგანიზაციის მიზანი იქნება რეგიონებში დანაზოგების/დეპოზიტების კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რათა მოსახლეობის ჩართულობა ფინანსურ ორგანიზაციებში არ შემოიფარგლოს მხოლოდ კრედიტებით.

ბოლო სამი წლის განმავობაში ფინკა საქართველომ მნიშვნელოვნად გააფართოვა მომსახურების არეალი. დღისათვის კლიენტთა რაოდენობამ 45 000 გადააჭარბა და ქვეყნის მასშტაბით 36 ფილიალი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს.

16.08.2013 12:49

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>