abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა - ბიზნესის საჭიროებათა კვლევა ადამიანური რესურსების კვალიფიკაციასთან მიმართებაში.

13 აგვისტოს თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას 40-ზე მეტი მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი ბექა დოჭვირი.

ღონისძიების მხარდამჭერი და მასპინძელი იყო თიბისი ბანკი. შეხვედრა გაიმართა თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში ;

შეხვედრა გრძელვადიანი, ერთობლივი პროექტის პირველი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის საჭიროებათა კვლევას ადამიანური რესურსების კვალიფიკაციასთან მიმართებაში. ეს საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კონცენტრირება მოახდინონ სტუდენტებისათვის სწორედ იმ ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე, რაც დამსაქმებელს პრიორიტეტულად მიაჩნია. პროექტის შედეგად უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ბიზნესსა და პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებებს შორის, რითაც ხელი შეეწყობა ქვეყანაში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებას და მათ შესაბამისობას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიშა კორძახიამ გააკეთა პრეზენტაცია კერძო სექტორის განათლების სისტემაში ჩართულობის შესახებ, ხოლო კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ ისაუბრა კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების შესახებ. პრეზენტაციებს მოჰყვა აქტიური დისკუსია, სადაც გამოიკვეთა კერძო სექტორის საჭიროებები და მოლოდინები საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პრობლემატიკასაც. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარები ადამიანური რესურსის მიმართ მათი მხრიდან წაყენებული საბაზო კომპეტენციების თაობაზე.

ასოციაცია ინფორმაციას გადაამუშავებს და უმოკლეს ვადებში კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ბიზნესის წარმომადგენლებს მათი საჭიროებების დაზუსტების მიზნით, რის შემდეგაც სასწავლებლები დაიწყებენ სასწავლო პროცესის მოდერნიზაციას აღნიშნულ საჭიროებათა გათვალისწინებით;

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ : ” დღეს დგას პროფესიული კადრების ბიზნეს სტრუქტურებში ეფექტური იმპლემენტაციის პრობლემა. როდესაც ადამიანი იღებს შესაბამის პროფესიულ განათლებას მას არც თუ იშვიათად უჭირს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების თვითრეალიზაცია, რაც სერიოზული პრობლემას წარმოადგენს.

თავის მხრივ ბიზნეს აქვს საკუთარი მოთხოვნები და აქედან გამომდინარე, დგება ინტერესთა თანხვედრის პრობლემა.

21 საუკუნის გამოწვევები ქვეყანას სწორედ განათლების კუთხით უდგას. კონკურებტული ეკონომიკა კონკურენტული ბიზნეს სტრუქტურების პირობებში მიიღწევა, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუუნარიანი ბიზნესი კი მოგეხსენებათ განათლებული და პროფესიონალური კადრების გარეშე შეუძლებელია იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველნაირად ხელს შვუწყობთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას,;

16.08.2013 15:46

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>