abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის – საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა საქართველოს ბანკმა, დღეს , iPhone და iPod touch-ებისთვის,

 მობილბანკის - ახალი თაობის საბანკო პროგრამის პროგრამის პრეზენტაცია გააკეთა.

 მობილბანკის დახმარებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა საბანკო მომსახურება მიიღოს იქ, სადაც მას დაჭირდება და განახორციელოს ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია, რასაც ინტერნეტბანკის საშუალებით აკეთებს თავისი სმარტფონიდან.

 მობილბანკის ახალი პროგრამით სარგებლობა ძალიან მარტივია. ავტორიზაციისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს იგივე პაროლი და სახელი, რასაც ინტერნეტბანკში იყენებს. მობილბანკით შესაძლებელია: მომხმარებელმა მართოს საკუთარი ანგარიშები და ბარათები; აწარმოოს გადარიცხვები; გააგზავნოს გზავნილი „ელვა“; გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები; მიიღოს ამონაწერი საკუთარ ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ; იპოვოს საქართველოს ბანკის უახლოესი ბანკომატი ან სერვისცენტრი; მარტივად დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო ცენტრს; საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს საკუთარი პლასტიკური ბარათი; შეცვალოს პაროლი, მომხმარებლის სახელი; შეამოწმოს American Express–ის ბონუსპროგრამის ფარგლებში დაგროვილი MR ქულების ან CashBack–ის მოცულობა. საქართველოს ბანკი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც 2012 წელს საკუთარი პროგრამა (QR კოდის წამკითხველი) განათავსა AppStore–ში. მობილბანკის პროგრამის განთავსება AppStore–ში დღეს მოხდება, ხოლო გადმოწერისათვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მაისის ბოლომდე გახდება.საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობა, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება iPad–ში, Android–სა და BlackBerry–ის მობილურ ტელეფონებში.

11.05.2012 12:37

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
ახალი შეთავაზება “ “მაქსიმა” ანაბარზე
30.06.2009 17:10

“საქართველოს ბანკმა” “მაქსიმა” ანაბარზე ახალი შეთავაზება შემოიღო. ამიერიდან, “მაქსიმა” ანაბრის გახსნა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ოდენობის თანხით. “მაქსიმა” ანაბარი მომხმარებელს არაერთ უპირატესობას და მის მოთხოვნებზე მორგებულ პირობას სთავაზობს

საკონსულტაციო ჯგუფ DAI Europe-ის დირექტორი "ბაზისბანკს" ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
29.06.2009 14:10

ბანკის მენეჯმენტსა და ბრაიენ ნილსენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს DAI Europe-ის კონსულტანტების მიერ განვლილი სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები.

პროკრედიტ ბანკის ინიციატივით უკრაინაში ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
26.06.2009 16:07

გამოფენის გახსნა 4 ივნისს, ქ. კიევის ისტორიულ ნაწილში - პოდოლზე, პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალის გახსნას დაემთხვა.

სახალხო ბანკმა ანაბრების აქციაში მეორე ბინა და 10 სხვადასხვა პრიზი გაათამაშა
03.04.2009 14:20

31 მარტს, იმედის პირდაპირ ეთერში, სახალხო ბანკმა მეორედ გაათამაშა ბინა ვაკეში და 10 სხვადასხვა პრიზი. სუპერ პრიზის, ბინის მფლობელი რუსთავში მცხოვრები დავით ხაჩიძე გახდა.

ბითიეი ბანკი თავის მომხმარებლებს ერთთვიან აქციას სთავაზობს:
01.04.2009 16:45

ყველას ვინც 25 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით დეპოზიტს გახსნის ნაძალადევის სერვის ცენტრში(ცოტნე დადიანის 15/90), არსებულ საპროცენტო სარგებელზე დამატებით 1.5%-ს მიიღებს

ბანკი "რესპუბლიკა”, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი” ყოველთვიურად ახალ ფილიალს ხსნის.
02.03.2009 10:09

2009 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის 37-ში ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ბანკი "რესპუბლიკა”, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი”, გაფართოვების სტრატეგიის შესრულების მიზნით,  ყოველთვიურად ახალ ფილიალს ხსნის.

„საქართველოს ბანკი“ ქედაში სერვის-ცენტრს გახსნის
27.02.2009 16:16

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ბანკი დღეს აჭარის მაღალმთიან რაიონში, ქედაში სერვის-ცენტრს გახსნის

კიდევ ერთი მილიონი თიბისი ბანკისაგან
14.02.2009 18:09

მოიგე ყოველთვე ბინა და გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად! თიბისი ბანკში ანაბრების კიდევ ერთი უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო . . .  

“საქართველოს ბანკმა” “მწვანე ანაბრის” ელექტრონული რუკა შექმნა
14.02.2009 18:05

“საქართველოს ბანკმა” “მწვანე ანაბრის” მფლობელებისთვის სიახლე წარმოადგინა. ამიერიდან, მეანაბრეებს საკუთარ სახელზე დარგული ხის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ელექტრონული რუკის საშუალებით შეეძლებათ.

სს “საქართველოს სახალხო ბანკი” აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული მომსახურების გაწევაზე.
05.02.2009 12:51

სს “საქართველოს სახალხო ბანკი” იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს ფასთა კოტირების წარდგენაზე პოლიგრაფიული მომსახურების გაწევაზე.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>