abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”

პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს. ახალი მომსახურების საშუალებით კლიენტებისთვის შესაძლებელი გახდება ოპერაციების გაცილებით უფრო სწრაფად შესრულება და 2 000 ლარამდე (1 000 აშშ დოლარი) თანხების მიღება და გადახდა კლიენტთა მრჩეველთან, რომელიც მოლარის ფუნქციასაც შეითავსებს.

შესაბამისად, კლიენტებს აღარ მოუწევთ სალაროსთან მისვლა, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ახლა ყველა ტრანზაქცია ერთ ადგილზე სრულდება, რაც კლიენტებს დროსაც უზოგავს და მათთვის საბანკო მომსახურებით სარგებლობასაც უფრო ეფექტურ და სასიამოვნო პროცესად აქცევს. ამ ფუნქციის ამოქმედების მიზნით, 250-ზე მეტი კლიენტთა მრჩევლის მაგიდა ნაღდი ფულისათვის განკუთვნილი სპეციალური უჯრით აღიჭურვა, ბანკის 58-ვე ფილიალში დაცვა-უსაფრთხოების სისტემა გაძლიერდა და კლიენტთა მრჩევლებმა შესაბამისი მომზადება გაიარეს.

ბანკმა “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” პირველად იანვარში დანერგა. მაშინ ახალ მომსახურებას კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ფილიალი სთავაზობდა. ამჟამად ყველა ფილიალის დიზაინი ახალი მომსახურების კონცეფციის შესაბამისად შეიცვალა. ხოლო ის ფილიალები, რომლებიც წლის განმავლობაში გაიხსნება, განახლებული დიზაინის მიხედვით მოეწყობა და კლიენტებს ახალ მომსახურებას შესთავაზებს.

საშა ტერნესი, პროკრედიტ ბანკის დირექტორი: “სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ჩვენი მიზანი – ბანკის მომსახურება და პროცედურები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დავხვეწოთ, წარმატებით ხორციელდება. ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციით, ასევე ფილიალების ფართო ქსელით, რომელიც ჩვენი კლიენტების ინტერესების შესაბამისადაა აღჭურვილი და მოწყობილი, მათთან სიახლოვეს ვინარჩუნებთ და მათ ხარისხიან, სწრაფ და მოსახერხებელ საბანკო მომსახურებას ვთავაზობთ.”
 
 

20.07.2011 14:42

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა სოფელ ავნევს კომპიუტერული ცენტრის გახსნაში დაეხმარა
24.04.2007 18:41

თბილისის ბანკთაშორისმა სავალუტო ბირჟამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ყორნისის რაიონის სოფელ ავნევს საჩუქრად ავტომანქანა და მეორადი კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა
19.04.2007 16:36

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 18 აპრილს გამართულ ”საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა და 31,08 აშშ დოლარზე დაეცა.

ლონდონის ბირჟაზე `საქართველოს ბანკის~ აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა
17.04.2007 15:47

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ `საქართველოს ბანკის~ აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა და 30,80 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.

”საქართველოს ბანკი'' ავტომობილის შეძენის მსურველთათვის ახალ აქციას იწყებს
11.04.2007 18:04

”საქართველოს ბანკის'' საგანგებო აქცია თბილისში არსებული სავაჭრო ცენტრ “ჯი თი სი"-ში 12 აპრილიდან 12 ივნისამდე გაიმართება.

სახალხო ბანკმა და საჯარო რეესტრის სააგენტომ ერთობლივი პროდუქტი შექმნეს
11.04.2007 14:21

სახალხო ბანკი და საჯარი რეესტრის სააგენტო მომხმარებელს ახალ მომსახურებას სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს სახალხო ბანკის ფილიალებში ისეთი მომსახურება, როგორიც არის: საკუთარი ქონების რეგისტრაცია...

`ბანკ ტურან-ალემის~ ტელე-პრესკონფერენციაში ქართული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
06.04.2007 12:32

ყაზახური `ბანკი ტურან-ალემის~ (ბტა) პრესკონფერენცია ფინანსური ჯგუფის სამომავლო გეგმებზე სამშაბათს ტელე-ხიდის სახით გაიმართება. დსთ-ის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტელეხიდში ქართული მხარეც ჩაერთვება.

სს "საქართველოს ბანკი” მომხმარებელს ახალ პროდუქტს - "შეცვალე შენი სახლი ახლით" შესთავაზებს
19.03.2007 13:39

იპოთეკური სესხის ახლებური პროგრამა, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში პირველად  დაინერგა, განკუთვნილია იმ მომხმარებელისთვის, რომელსაც  საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად იპოთეკური სესხის აღებისთვის შემოსავალი არ ყოფნის.

პირველად საქართველოში “სახალხო ბანკი” მოსწავლის პლასტიკური ბარათით მომსახურების პროგრამას იწყებს
14.03.2007 18:16
2007 წლის 14 მარტს, 51-ე საჯარო სკოლაში “სახალხო ბანკმა” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროკრედიტ ბანკი ხსნის ახალ ფილიალს აჭარის რეგიონში
05.03.2007 18:16
პროკრედიტ ბანკი კვლავაც განაგრძობს თავის დინამიურ განვითარებას. 2007 წლის 5 მარტს ოფიციალურად იხსნება ბანკის კიდევ ერთი ახალი ფილიალი ქალაქ ბათუმში.
Fitch-მა ვითიბი ბანკ ჯორჯიას მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B“, პროგნოზი - „სტაბილური“
14.02.2007 16:59
Fitch Ratings – ლონდონი/მოსკოვი – 2007 წლის 14 თებერვალი. დღეს Fitch-მა “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B”, პროგნოზი – სტაბილური, მოკლევადიანი რეიტინგი „B”, ინდივიდუალური რეიტინგი „D/E“, მხარდაჭერის რეიტინგი “4“ ედრ.
<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>