abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”

11 მარტიდან, მომხმარებლს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს სპეციალური შეთავაზებით იპოთეკურ სესხებზე. მომხმარებელი, რომელიც 1 ივნისამდე ისარგებლებს იპოთეკური სესხით “საქართველოს ბანკში”, მთლიანად გათავისუფლდება სესხზე მაქსიმუმ პირველი სამი თვის საპროცენტო შენატანისგან, ანუ საჩუქრად მიიღებს სესხის 3%-ს.

“სესხების საგაზაფხულო კოლექციის” შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი ისარგებლებს იპოთეკურ სესხზე კიდევ ერთი სპეციალური პირობით - “ საქართველოს ბანკი ს” პარტნიორ დეველოპერ კომპანიებთან ბინების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ საპროცენტო განაკვეთს სესხზე 11.6%-დან, ხოლო სესხით სარგებლობისთვის საკმარისი იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

“ საქართველოს ბანკი ს” იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში მინიმუმ 750 ლარს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ისევე როგორც ბინისა თუ სახლის მშენებლობა ან/და რემონტი.

 
 Financial.ge
 

12.03.2011 13:58

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
თბილისში პროკრედიტ ბანკის 3 ახალი ფილიალი გაიხსნა
10.12.2007 17:14

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას. ბოლო 3 თვის განმავლობაში ახალი ფილიალები გაიხსნა თბილისში მუხიანის დასახლებაში, გლდანში და დადიანის ქუჩაზე.

თიბისი ბანკის და ევრობანკის ერთობლივი პროექტი საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარებას დაეხმარება
10.12.2007 17:08

30 ნოემბერს, თიბისი ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოში ენერგოეფექტურობის პროექტების დაფინანსების შესახებ.

თიბისი ბანკმა 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო
25.07.2007 15:23

თიბისი ბანკმა შვეიცარიული კორპორაციისაგან Credit-Suisse (კრედიტ სვისი) 35 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

პროკრედიტ ბანკში ანაბრების საზაფხულო აქცია დაიწყო!
14.07.2007 15:39

ყველა ვინც 15 სექტემბრამდე ანაბარს გახსნის, საჩუქრად პროკრედიტ ბანკის ბრენდირებულ საჩუქარს: “საცურაო რგოლს”, “მფრინავ ტეფშს”, “ჩანთა-თერმოსს” ან “პლაჟის ლეიბს” მიიღებს.

12 ივნისს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ლიტერატურული პრემიის “საბა” საიუბილეო, რიგით მეხუთე დაჯილდოება გაიმართა
19.06.2007 12:37

ჟიურიმ 2006 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები გამოავლინა. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა და ქართულმა პენ-კლუბმა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 11-15 ივნისს 0,0015-ით გამყარდა
18.06.2007 15:54

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლის კურსი 11 - 15 ივნისის კვირაში 0,0015-ით გამყარდა და პარასკევს, 15 ივნისს, თბსბ-ის დილის სავაჭრო სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.6745 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საანალიზო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლის კურსი 1.6700/1.6780 დიაპაზონში მერყეობდა.

თიბისი ბანკის კაპიტალი 20 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა
04.05.2007 17:18

თიბისი ბანკის მთლიანი კაპიტალი 20 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. კაპიტალის ზრდა განხორციელდა ბანკის არსებული აქციონერების მიერ, დამატებითი აქციების ემისიის გზით.

თიბისი ბანკმა 47 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
03.05.2007 19:21

თბილისი, 30 აპრილი, 2007 წელი _ თიბისი ბანკმა დასავლეთის კაპიტალის ბაზრებიდან 47 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. აღნიშნული ფინანსური ოპერაცია წარმატებით დასრულდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის “ჯეი პი მორგანის” (JP Morgan) დახმარებით.

თბილისში "ინვესტიცია საქართველოს საბანკო სექტორში" ფორუმი გაიმართება
01.05.2007 20:30

ფორუმი "ინვესტიცია საქართველოს საბანკო სექტორში" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით თბილისში 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციათა ფასი 35.00 აშშ დოლარზე დაფიქსირდა
27.04.2007 13:04

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 26 აპრილს გამართულ `საქართველოს ბანკის~ აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 7,36%-ით გაიზარდა და 35,00 აშშ დოლარს მიაღწია.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>